2017
საქართველო, ბაკურიანი
IPTV, ლოკალური ქსელი, Wi-Fi, ვიდეომეთვალყურეობის სისტემა, ტელეფონია, სახანძრო სიგნალიზაციის სისტემა, უწყვეტი ელექტრო მომარაგების სისტემა
პროექტის აღწერა
დასრულდა კომპლექსური საინტეგრაციო პროექტი “The Valley, Bakuriani”-ს აპარტ-ოტელში.
“The Valley, Bakuriani”-ს აპარტ-ოტელი განლაგებულია კურორტ ბაკურიანის ყველაზე განვითარებულ ნაწილში, დიდველის ტერიტორიაზე, გონდოლას საბაგირო გზასთან. ის იმუშავებს 4 ვარსკვლავიანი სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად და მოიცავს: 24 სათიან დაცვას, კონსიერჟის მომსახურეობას, კაფე და რესტორნებს, ფიტნეს-ცენტრს, გადახურულ აუზს და მიწისქვეშა ავტოსადგომი.
პროექტის ფარგლებში შემდეგი სისტემები იქნა დაპროექტებული, დაინსტალირებული და გაშვებული:
IPTV
ლოკალური ქსელი
Wi-Fi
ვიდეომეთვალყურეობის სისტემა
ტელეფონია
სახანძრო სიგნალიზაციის სისტემა
უწყვეტი ელექტრო მომარაგების სისტემა
IPTV
ტელევიზიის სისტემა აწყობილია ტექნოლოგიით IPTV – ციფრულიტელევიზია, რომლის მეშვეობითაც კონტენტის გადაცემა ხდება ლოკალრი ქსელის მეშვეობით (IP პროტოკოლის მეშვეობით).
IPTV სისტემის არქიტექტურა შედგება შემდეგი ქვე-სისტემებისგან:
კონტენტის მიმღები ქვე-სისტემა – 5 ცალი სატელიტური თეფში დიამეტრით 1,2 მ TRIAX (დანია),QUATTRO LNB კონვერტორი GTSAT(ლუქსემბურგი), მულტისვიჩი 17/16 Next (თურქეთი).
კონტენტის დამუშავების ქვე-სისტემა – პლატფორმა Tangram კომპანია WISI(გერმანია)- გან. აღნიშნული აპარატურა უზრუნველყოფს კონტენტის დამუშავებას და ქსელში გადაცემას IP Multicast პროტოკოლის მეშვეობით.
მომსახურეობების მართვის ქვე-სისტემა Middeleware აწყობილია НР DL120 Gen9 სერვერის ბაზაზე, ხოლო Middeleware-ის როლში გამოყენებულია ოპერაციული სისტემა «Stalker» კომპანია Infomir(უკრაინა)- სგან.
მოწყობილობა კლიენტისთვის(კონტენტის ნომერში მისაღებად) – ე.წ. ტვ-ბოქსი MAG 254 კომპანია Infomir(უკრაინა)- სგან.
მოცემული მომენტისათვის IPTV სისტემა უზრუნველყოფს 122 სატელევიზიო არხის გადაცემას.
ლოკალური გამომთვლელი ქსელი
ლოკალური გამომთვლელი ქსელი ორგანიზებულია როუტერ DrayTek Vigor 2960 Dual -ის ბაზაზე და ორ ცალ გბ-იან მე-2-ე დონის კომუტატორზე ECS4210-28T.
ქსელში დაშვებისათვის გამოყენებულია 6 ცალი მე-2-ე დონის კომუტატორი ECS3510-28T.
მონაცემთა გადაცემის უკაბელო ქსელი Wi-Fi
სასტუმროს მაცხოვრებლების და სტუმრების ინტერნეტთან წვდომას უზრუნველოფს მონაცემთა გადაცემის უკაბელო ქსელის სისტემა კომპანია Edge-Core (Taiwan)-ისგან რომელიც შედგება კონტროლერისგან EWS4502 და 32 ცალი ECW7220-L დაშვების წერტილისგან:
მე-2-ე დონის უკაბელო ქსელის კონტროლერი EWS4502 განკუთვნილია სასტუმროს ტერიტორიაზე ყველა დაშვების წერტილების (ECW7220-L) სამართავად და უზრუნველყოფს კლიენტებისთვის უწყვეტ დაშვებას ინტერნეტთან.
დაშვების წერტილეს ECW7220-L აქვს შემდეგი სტანდარტების მარდაჭერა:802.11a/b/g/n/ac, ერთდროულად მუშაობს 2.4 და 5 გგჰ-ზე, 3х3 MIMO ანტენების კონფგურაციით. დაშვების წერტილებს ელ. კვება მიეწოდებათ Poe ტექნოლოგიის მეშვეობით ECS4210-28P კომუტატორისგან, რომელსაც გააჩნია 400ვ კვების ბიუჯეტი.
ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა
ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა აწყობილია კომპანია Dahua-ს IP მოწყობილობებზე:
64 არხიანი ვიდეო ჩამწერი მოწყობილობა NVR608-64-4K
50 ცალი შენობის შიდა გამოყენების IP კამერა HDW1320SP (3 Megapixel)
6 ცალი შენობის გარე მოხმარების IP კამერა HFW2320R-Z (3 Megapixel)
ტელეფონია
სასტუმროს სატელეფონო ქსელი აწყობილია კომპანია Panasonic (იაპონია )-ის IP ATC-ის ბაზაზე – საბაზო ბლოკი KX-NS500UC და სამი ცალი გაფართოების ბლოკი KX-NS520UC, გაფართოების დამატებითი მოდულებით.
სახანძრო სიგნალიზაციის სისტემა
სახანძრო სიგნალიზაციის სისტემმა -აწყობილია ფრანგული მწარმოებელი კომპანიის SD3-ის მოწყობილობებით, რომელიც თავის თავში მოიცავს:
ALPHA 12 – სახანძრო მართვის პანელი, 2 ცალი გაფართოების მოდულით EX4A4(4 ზონამდე).
207 ცალი კვამლის დეტექტორი OC05.
13 ცალი სითბური დეტექტორი TRC05.
24 ცალი გამოსაძახებელი ღილაკი DMCL05, AVSA05 სირენებით.
უწყვეტი ელ. მომარაგების სისტემა
ყველა აქტიური მოწყობილობის უწყვეტი ელ. მომარაგების სისტემა აწყობილია კომპანია Delta(ტაივანი) – Delta On-line 5 KVA UPS – 2 ცალი დამატებითი ბატარეით-Delta 5/6KVA EBM 12V/5Ah x 16pcs.