2018
საქართველო, ანაკლია
TV, ლოკალური გამომთვლელი ქსელი, მონაცემთა გადამცემი უსადენო ქსელი , ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა, ტელეფონია, სახანძრო განგაშის სისტემა, უწყვეტი კვების სისტემა
პროექტის აღწერილობა
დასრულდა კომპლექსური საინტეგრაციო პროექტი ანაკლიაში “Pratap’s Signature”.
ანაკლია – პატარა, საკურორტო ქალაქია შავი ზღვის სანაპიროზე, რომელიც ახლო მომავალში გახდება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანზიტო და ლოგისტიკური ცენტრო რეგიონში.
პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, იყო დაპროექტებული, დაინსტალირებული და გაშვებული ექსპლუატაციაში შემდეგი სისტემები :
ფრანგული კომპანია SD3-ს სახანძრო განგაშის სისტემა.
DVB-C სტანდარტის სატელევიზიო სისტემა. კონტენტის მიღება და დამუშავება – გერმანული კომპანია WISI-ს დანადგარები. გადამცემი ოპტიკური დანადგარი – RCI, ოპტიკური მიმღები – Telkom-Telmor (პოლონეთი).
მონაცემთა გადაცემის უსადენო ქსელი (WiFi) – ტაივანური კომპანია 4ipnet -ის დანადგარები.
ლოკალურ-გამომთვლელი ქსელი – ტაივანური კომპანია EdgeCore Networks-ის აქტიური დანადგარები, СКС პასიური დანადგარები – გერმანული კომპანია DIGITUS Professional-ის პროდუქცია.
ტელეფონია – მწარმოებელ Grandstream Networks-ის IP ტელეფონიის სისტემა.
კომპლექსის სანომრე ფონდის ავტომატიზაციის სისტემა – კომპანია HDL.
საინტეგრაციო პროექტის მეორე ეტაპისთვის გათვალისწინებულია ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები მთელი კომპლექსისთვის.