
კომპანია რომსატმა დაასრულა უსაფრთხოების სისტემის პროექტის რეალიზაცია, საქართელოს პირველ ტექნოლოგიურ პარკში.
ტექნოლოგიური პარკის პროექტი რეალიზებულ იქნა ინოვაციის სააგენტოს და ეკომონიკის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით.
ტექნოლოგიური პარკის ირგვლივ შეიქმნება თანამედროვე ტექნოლოგიების ერთიანი ეკოსისტემა რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინოვაციური იდეების განვითარებას. ტექნიკური პარკი ეს იქნება უნიკალური სივრცე მაღალი ტექნოლოგიური შესაძლებლობებით.
მაღალი ტექნოლოგიების და ინოვაციის ცენტრი ეს იქნება როგორც იდეების მცირე ინკუბატორიასევე სასწავლო ცენტრი და ლაბორატორია, აქვე განთავსდება რამოდენიმე კომპანიის ოფისი და საერთო სამუშაო სივრცე.
ცენტრის საზეიმო გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო: პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და მინისტრთა კაბინეტის სხა წარმომადგენლებმა ასევე გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ორგანიზაციის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.
უსაფრთხოების სისტემის პროექტი რეალიზებულ იქნა Dahua -ს წარმოების აპარატურაზე:
- ვიდეომეთვალყურეობის სისტემა IP კამერები HDBW-1200EP (31 ც.), HDW-4300EP (22 ც.), PTZ კამერები SD42212S-HN (2 ც.) და NVR NVR608R-64-4K;
- დაშვების სისტემა AR1000A (31 ც), ASR1000B (5 ც.), კონტროლერები ASC1204B (10ც.), ტურნიკეტი OZAK 500E (2 ც.), ავტომატური შლაგბაუმი DC535Y.