-
2018
-
საქართველო, ანაკლია
-
TV, ლოკალური გამომთვლელი ქსელი, მონაცემთა გადამცემი უსადენო ქსელი , ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა, ტელეფონია, სახანძრო განგაშის სისტემა, უწყვეტი კვების სისტემა
პროექტის აღწერილობა
დასრულდა კომპლექსური საინტეგრაციო პროექტი ანაკლიაში “Pratap’s Signature”.
ანაკლია – პატარა, საკურორტო ქალაქია შავი ზღვის სანაპიროზე, რომელიც ახლო მომავალში გახდება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანზიტო და ლოგისტიკური ცენტრო რეგიონში.
პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, იყო დაპროექტებული, დაინსტალირებული და გაშვებული ექსპლუატაციაში შემდეგი სისტემები :
- ფრანგული კომპანია SD3-ს სახანძრო განგაშის სისტემა.
- DVB-C სტანდარტის სატელევიზიო სისტემა. კონტენტის მიღება და დამუშავება – გერმანული კომპანია WISI-ს დანადგარები. გადამცემი ოპტიკური დანადგარი – RCI, ოპტიკური მიმღები – Telkom-Telmor (პოლონეთი).
- მონაცემთა გადაცემის უსადენო ქსელი (WiFi) – ტაივანური კომპანია 4ipnet -ის დანადგარები.
- ლოკალურ-გამომთვლელი ქსელი – ტაივანური კომპანია EdgeCore Networks-ის აქტიური დანადგარები, СКС პასიური დანადგარები – გერმანული კომპანია DIGITUS Professional-ის პროდუქცია.
- ტელეფონია – მწარმოებელ Grandstream Networks-ის IP ტელეფონიის სისტემა.
- კომპლექსის სანომრე ფონდის ავტომატიზაციის სისტემა – კომპანია HDL.
საინტეგრაციო პროექტის მეორე ეტაპისთვის გათვალისწინებულია ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები მთელი კომპლექსისთვის.
ფოტოები