
კომპანია „რომსატი“ აღნიშნავს თავის ოცდამეერთე დაბადების დღეს.
კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო!
დღეს ჩვენი ოცდამეერთე დაბადების დღეა. მადლობა თითოეულ თქვენგანს იმ დროისთვის, რაც ერთად გაგვიტარებია. ჩვენ, ოცდაერთი წლის განმავლობაში, მოვასწარით ბევრი მეგობრის შეძენა. ერთად განვახორციელეთ ასზე მეტი საინტერესო პროექტი,ვაკვირდებოდით ტექნოლოგიების განვითარებას, მუდმივად გვეჭირა ხელი დინამიური მეინსტრიმის პულზე. ჩვენ ვნახეთ, როგორ ჩაისახა უკრაინის სატელეკომუნიკაციო ბაზარი და დღეს მის განუყოფელ ნაწილს წარმოვადგენთ.
ჩვენი გზის დასაწყისში,ავტორიტეტის და კომპეტენციის ამაღლებით, ბაზარზე ვიმყარებდით პოზიციებს. რამოდენიმე ხნის შემდეგ ვმუშაობდით გადაწყვეტილებების, ბრენდების, ტექნოლოგიების პორტფოლიოს გაფართოებაზე. დღესდღეისობით ჩვენ ვაჩვენებთ სტაბილურობას – საიმედოობის უტყუარ ნიშანს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიყოთ საიმედო მიმწოდებელი და ვაფასებთ თქვენს ნდობას.
გმადობთ, რომ ჩვენ აგვირჩიეთ!
თქვენი რომსატი.