ბოლო ათწლეულში ინტერნეტის ქსელის სწრაფი განვითარების მიუხედავად, ძალიან ბევრი ადამიანისთვის – ტელევიზია კვლავ რჩება ინფორმაციის, გართობისა და დასვენების ერთ-ერთ ძირითად წყაროდ. გარდა ამისა, ტელევიზია წარმოადგენს შემოსავლის და მომხმარებლების მოზიდვის საშუალებას საკაბელო ოპერატორებისთვის, ინტერნეტ პროვაიდერებისთვის (IPTV), სასტუმროებისთვის, სპორტული კლუბებისთვის, რესტორნებისთვის და რა თქმა უნდა ტელე-არხებისთვის.
„რომსატი“ ანხორციელებს პროექტიერებას, მიწოდებას და მონტაჟს, ასევე სერვის-მომსახურებას:
სატელევიზიო სათაო სადგური (WISI, A2B, Harmonic, Tandberg, Cisco) უქრუნველყოფს საანტენო სადგურიდან მიღებული სიგნალის გადაქმნას, რომლებიც შემდეგ გადაიცემა გამანაწილებელ სატელევიზიო ქსელში. ( IPTV-ს შემთხვევაში დამატებით ხდება მედია-კონტენტის ფორმირება).
IPTV- ეს არის ციფრული ტექნოლოგია,რომელიც უზრუნველყობს IP-ქსელის მეშვეობით მრავალპროგრამულ, ინტერაქტიულ სატელევიზიო მაუწყებლობას, HD-გარჩევადობის ვიდეო ნაკადით და მაღალი ხარისხის ხმით.
ტელევიზიის გამანაწილებელი ქსელი – ეს არის ტელე-სისტემის უმნიშვნელოვანესი რგოლი, რომელზეც არის დამოკიდებული ყველა ტელე-მიმღებზე გამოსახულების ხარისხი და ასევე ქსელის გაფართოების და არხების დამატების შესაძლებლობა სისტემაში ნაწილობრივი ან მთლიანი ცვლილებების გარეშე.
გამანაწილებელი ქსელის მთავარი დანიშნულებაა – განსაზღვრული ხარისხის, ჯგუფური სიგნალის მიტანა თითოეულ ტელე-მიმღების აბონენტამდე, რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით და ხმაურით და სიგნალის მაქსიმალურად მაღალი დონით ქსელის ნებისმიერ წერტილში.
თანამედროვე ციფრული თანამგზავრული ტელევიზიის სისტემები ასრულებენ ძებნის ფუნქციას, ასევე თანამგზავრებზე დამიზნების, მათი დაფიქსირების და შენარჩუნების ოპერაციებს. აღნიშნულ სისტემებს ასევე აქვთ ანტენების სწრაფი, ავტომატური პოზიციონირების შესაძლებლობა, რაც უზრუნველყობს სატელევიზიო სიგნალის მიღების მაღალ ღარისხს, სწრაფი მოძრაობის დროსაც კი ან ტრაექტორიის ცვლილებისას.
შეთავაზებული ტელეარხების მიღების პირობების მიხედვით, მობილური თანამგზავრული სატელევიზიო სისტემები შეიძლება დაკომპლექტებულ იყოს სტებური ძრავების განსხვავებული რაოდენობით, რომლებიც უზრუნველყოფენ ანტენის დინამიურ პოზიციორირებას ორ ან სამ განზომილებიან საკოორდინატო სისტემაში. სისტემა იძლევა საშუალებას ერთი და იგივე დროს უყუროთ სხვადასხვა ტელე-არხებს რომლებიც შეიძლება იყო განთავსებული სხვადასხვა ტელე-მიმღებებზე.
OTT( ინგ. “Over The Top”) – ეს არის ინტერნეტის მეშვეობით მედია-კონტენტის (აუდიო/ვიდეო) მიწოდების ტექნოლოგია-პირდაპირ აბონენტის ქსელში ჩართულ მოწყობილობამდე (სააბონენტო მიმღებიდან დაწყებული – მობილური ტელეფონით და до iPad-ით დამთავრებულ ი ) OTT გადაწყვეტილებას ოპერატორის მხრიდან არ ესაჭიროება ქსელური ინფრასტუქტურის გამოყოფა, მთავარი პირობა არის ის რომ მომხმარებელს უნდა ქონდეს წვდომა ინტერნეტზე.
OTT-გადაწყვეტილების კომპლექსი მოიცავს :
კომპანია „რომსატი“ სთავაზობს OTT-გადაწყვეტილების მზა კომლექსს პროვაიდერებისთვის, მედია-კომპანიებისთვის და კონტენტის მფლობელებისთვის რაც თავის თავში მოიცავს :
TimeShift
VoD
Live TV
სასტუმროს ტელევიზიის სისტემა კომპეტენტურად შერჩეული არხებით და ტრანლაციის კარგი ხარისხით ქმნის დადებით შთაბეჭდილებას სასტუმროზე და ასევე, იძლევა შესაძლებლობას… შემდეგ
სასტუმროს ინტერაქტიული ტელევიზია იძლევა საშუალებას, სწრაფად და დაწვრილებით გაეცნოს სტუმარმი სასტუმროს მომსახურებებს (რესტორნები, სპა-სალონები და ა.შ.) ასევე განახორციელოს შეკვეთა ნომრიდან გაუსვლელად და მიიღოს წვდომა…. შემდეგ