ახალი SFP გადამცემები საწყობშია
მაღალი წარმადობის ოპტიკური მოდულები RCI-სგან ხელმისაწვდომ ფასად კვლავ ჩვენს საწყობშია.
RCI-ს SFP გადამცემები განკუთვნილია ოპტიკური ქსელის ასაწყობად და გამოიყენება ოპტიკური ქსელის მეშვეობით ინფორმაციის გადასაცემად.
მოდულებს გააჩნიათ მყარი მეტალის კორპუსი, რაც იცავს შემთხვევითი მექანიკური დაზიანებისგან, ხოლო მცირე ზომა (Small Form-factor Pluggable) იძლევა სივრცის ეკონომიურად გამოყენების შესაძლებლობას კარადებში. კვების მიწოდება ხდება აქტიური აპარატურის პორტიდან, ასევე მოულებს გააჩნიათ ე.წ. „ცხელი შეცვლის“ ფუნქცია (HotSwap).