
გლობალური ინტერნეტ ქსელის განვითარება, ახლი სერვისების გამოჩენა მუდმივად იწვევს საინფორმაციო ნაკადების ზრდას და შესაბამისად ოპერატორები მუდმივად ეძენებ ახალ გზებს რათა აამაღლონ ქსელის გამტარუნარიანობა.
ახალი ტექნოლოგიების შერჩევისას აუცილებელია გავითვალისწინოთ:
- აბონენტების მრავალფეოვანი მოთხოვნები;
- ქსელის შემდგომი განვითარების პოტენციალი;
- ეკონომიურობა.
განვითარებად სატელეკომუნიკაციო ბაზარზე სახიფათოა, როგორც ნაადრევი და ჩქარი გადაწყვეტილებების მიღება ასევე მუდმივი მოლოდინის რეჯიმში ყოფნა ახალი ტექნოლოგიების გამოჩენისთვის განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უნივერსალური ტექნოლოგია უკვე არსებობს- ეს გახლავთ პასიური ოპტიკური ქსელების ტექნოლოგია PON (passive optical network).
PON ტექნოლოგიის ქსელი დაფუძნებული ეგრეთწოდებული ხისებური დატოტვის პრინციპზე, რომლის ძირითად მაგისტრალზე განშტოებები კეთდება პასიური ოპტიკური სპლიტერის მეშვეობით, ამჟამად წარმოადგენს ერთერთ ყველაზე ეკონომიურ მეთოდს, რომლის მეშეობითაც შესაძლებელია აბონენტზე მიწოდებულ იქნეს, სერვისების ფართო ასორტიმენტი მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ PON ტექნოლოგიას გააჩნია ქსელის გაფართოების მარტივი სტრუქტურა და ინტერნეტ და სატელევიზიო ციფრული ნაკადების მაღალი გამტარუნარიანობა იგი პასუხობს ოპერატორების წინაშე დღეს მდგარ ყველა გამოწვევას და გააჩნია განვითარების დიდი პოტენციალი.
BDCOM

Company Building
კომანია რომსატი კლიენტებს სთავაზობს ჩინური კომპანია BDCOM-ის წარმოების GEPON აპარატურას.
კომპანია BDCOM -ი ლიდერი მწარმოებელია ქსელური მარშრუტიზატორების და კომუტატორების ბაზარზე, როგორც ჩინეთის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთ, მისი პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ფუნქციონალით, ხარისხით და მისაღები ფასებით.
BDCOM-ის პროდუქცია გამოირჩევა საიმედოობით, და საგარანტიო მომსახურეობის მაღალი სტანდარტებით. გამომდინარე იქიდან, რომ GEPON ტექნოლოგიები სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიო ინტერნეტ ოპერატორებს შორის კომპანია ბიდიკომმა მნიშვნელოვნად გააფართოვა პროდუქციის ასორტიმენტი, როგორც სათაო სადგურების ასევე სააბონენტო მოწყობილობების მიმართულებით. ფასისა და ხარისხის შეფარდება და მაღალი პროგრამული ფუნქციონალურობა კომპანია BDCOM -ს საშვალებას აძლევს ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ იყოს კონკურენტებთან შედარებით. კომპანია BDCOM-ის წარმოების აპარატურით სარგებლობენ, როგორც მსხვილი ასევე მცირე ქსელის მქონე ინტერნეტ ოპერატორები. ჩვენი კომპანია გთავაზობთ BDCOM- ის GEPON აპარატურის ხელმისაწვდომობას საწყობში, ლოიალურ საფასო პოლიტიკას, სრულფასოვან სერვისს და საგარანტიო მომსახურეობას ასევე ჩვენი კომპანიის სპეციალისტები დაგეხმარებიან სწორი ტექნიკური დავალების ჩამოყალიბებაში და ქსელის პროექტირებაში.
სათაო სადგურები (OLT)
სტანდარტული სათაო სადგურები (Low-level)
BDCOM-ის წარმოების სტანდარტული სათაო სადგურები წარმოდგენილია შემდეგი არტიკულის მოდელებით: P33XX ამ სერიში ყველაზე გაყიდვადი მოდელია P3310B.
ზემოაღნიშნულმა მოდელმა არსებობის მანძილზე ორჯერ განიცადა აპარატურული მოდერნიზაცია და დღემდე წარმოადგენს L2 სტანდარტის სვიჩს, იგი დღემდე რჩება ყველაზე საყვარელ მოდელად მცირე მაშტაბის ინტერნეტ ქსელის ოპერატორებისათვის.
მოდელი გამოირჩევა მაღალი ხარისხით და პართო ფუნქციონალური შესაძლებლობებით რაც ერთი თავით მაღლა აყენებს ნებისმიერ კონკურენტი კომპანიების შეთავაზებასთან შედარებით.
საშუალო წარმადობის სათაო სადგურები (Mid-level)
გაუმჯობესებული სათაო სადგურები ეგრეთწოდებული MID-LEVEl სერია კომპანია BDCOM – ის ასორტიმენტში შედარებით ახალი პროდუქტია. ზემოაღნიშნული სერია შეიქმნა სპეციალურად იმ ოპერატორებისათვის ვისაც უკვე არ აკმაყოფილებდა P33XX სერის სადგურების წარმადობ,ა თუმცა ჯერაც არ გადასულა Top-level ოპერატორის სეგმენტში და შესაბამისი ფუნქციონალის აპარტურის ქონა ქსელში ჯერჯერობით გაუმართლებელი დანახარჯს წარმოადგენს.
MID-LEVEl სერიას შემდეგი არტიკულირება გააჩნია P36XX.
ზემოაღნიშნული სერიის ორი გაუმჯობესებული მახასიათებელი გახლავთ:
- MID-LEVEl სერიის მოდელებს გააცნიათ ორი კვების ბლოკი ცვლად ან სტატიკურ ელეკტრო ძაბვაზე მომუშავე. კვებისბლოკები საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია შეიცვალოს ეგრეთწოდებული ჰოთსვაიპფუნქციით.
- MID-LEVEl სერიას გააჩნია გაფართოების ბარათის მხარდაჭერა ორი 10 GB/s Uplink- პორტით P3612-AC/DC-2TE და P3616-AC/DC-2TE მოდელებს გაფართოების მოდულის სლოტი განთავსებული აქვთ შასის უკანა მხარეს.
P36XX სერიამ წინამმორბედთან შედარებით პროგრამულ ნაწილშიც განიცადა ცვლილებები და უკვე წარმოადგენს ლეიერ 3 სვიჩს.
მაღალი წარმადობის სათაო სადგურები (Top-level)
Top-level OLT გამოიყენება როგორც ქსელის აგრეგატორი მოწყობილობა, რომელიც მუშაობს საშუალო ქალაქის მაშტაბზე და ემსახურება ერთბაშად რამოდენიმე ათასიან ქსელს. სერიის არტიკულაცია P85ХХ – შასიში შესაძლებელია ერთბაშად განთავსდეს რამოდენიმე მთავარი მართვის მოდულის MCU (Main Control Unit).
ყოველ MCU -ს აქვს შესაძლებლობა დაამუშაოს ასობით გეგაბიტი ინფორმაცია ყოველწამიერად, შასიზე არსებულ სლოტებში შესაძლებელია განთავსდეს სხვადასხვა ტიპის პლატები, როგორც 100 მეგაბიტიანი სპილენძის და 10GB ოპტიკური აპლინკი ასევე სტანდარტული GEPON პორტები.
(მაქსიმუმ 128 GEPON პორტი).
აბონენტის ტერმინალი (ONU)
აბონენტის ტერმინალი ONU — Optical Network Unit BDCOM გამოიყენება პასიურ ოპტიკურ ქსელებში, როგორც მიმღები მოწყობილობა სახლისათვის.
კომპანია BDCOM-ს გააჩნია სააბონენტო მოწყობილობების საკმაოდ ფართო ასორტიმენტი თუმცა PON ქსელის მშენებლობის მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე ჩვენ გთავაზობთ სწორედ იმ რამოდენიმე მოდელს, რომელიც ყველაზე მასობრივად გამოიყენება და ხასიათდება მაღალი ხარისხით და სტაბილურობით.
სააბონენტო ტერმინალები შეიძლება დაიყოს სამ ძირითად კატეგორიად:
- ONU ონუ ერთი გეგაბიტიანი პრტით;
- ONU ონუ ოთხი გეგაბიტიანი პორტით;
- ONU ონუ ოთხი ასმეგაბიტიანი პორტით.
ყოველ ზემოხსენებულ კატეგორიას გააჩნია რამოდენიმე მოდელი.
ONU ონუ 1 გეგაბიტიანი პრტით.
ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან შემდეგი მოდელები P1501C1 და P1501C2.
მოდელებს შორის განსხვავება მდგომარეობს ჩიპში რომელიც ანხორციელებს PON ტრაფიკის დამუშავებას.

BDCOM P1501C2 გამოიყენება PON ქსელში, როგორც სააბონენტო მოწყობილობა და სრულ შესაბამისობაშია IEEE802.3ah, YD/T1475-2006 და CTC2.0/2.1 საერთაშორისო სტანდარტთან.
ONUონუს გააჩნია 1 გეგაბიტიანი პორტი და 1 ოპტიკური (SC/PC) პორტი ოპტიკურ PON ქსელზე მისაერთებლად.

BDCOM P1501C1 გამოიყენება PON ქსელში, როგორც სააბონენტო მოწყობილობა და სრულ შესაბამისობაშია IEEE802.3ah, YD/T1475-2006 და CTC2.0/2.1 საერთაშორისო სტანდარტთან.
ONUონუს გააჩნია 1 გეგაბიტიანი პორტი და 1 ოპტიკური (SC/PC) პორტი ოპტიკურ PON ქსელზე მისაერთებლად.
ONU 4 ასმეგაბიტიანი პორტით
ეს მოდელი ყველაზე მოთხოვნადია ინტერნეტ პროვაიდერების ქსელში.
ამ კატეგორიის ონუები გამოირჩევიან თავისი სტაბილურობით და საექსპლუატაციო სიმარტივით და ემსახურებიან ერთბაშად ოთხ დამოუკიდებელ მოწყობილობას.
BDCOM P1004C1 გამოიყენება PON ქსელში როგორც სააბონენტო მოწყობილობა და სრულ შესაბამისობაშია IEEE802.3ah, YD/T1475-2006 და CTC2.0/2.1 საერთაშორისო სტანდარტთან.
ONU ონუს გააჩნია ოთხი ასმეგაბიტიანი პორტი და 1 ოპტიკური (SC/PC) პორტი ოპტიკურ PON ქსელზე მისაერთებლად.