კომპანია „რომსატი“ მოხარულია გაუწყოთ, რომ წარმოდგენილი პარტნიორების გადაწყვეტილებებს შორის, მაღალტექნოლოგიური ქსელური მოწყობილობების ბაზარზე გამოჩნდა ახალი ბრენდის – კორეული კომპანია TOTOLINK-ის პროდუქცია.

TOTOLINK – არის უმსხვილესი ჩინური კომპანია ZIONCOM-ის შვილობილი ბრენდი, რომელიც მოცემულ მომენტში აქტიურად გადის ქსელური მოწყობილობების მსოფლიო ბაზარზე და იკავებს სამხ. კორეის SOHO-ს ბაზრის 80%-ზე მეტს. კომპანია ZIONCOM-ი დაარსდა 1998 წელს და დაკავებულია სატელეკომუნიკაციო პროდუქციის წარმოებით, ასევე წარმოადგენს რამოდენიმე ბრენდის OEM/ODM მწარმოებელს. აღსანიშნავია რომ კომპანია ZIONCOM-ი სატელეკომუნიკაციო პროდუქციის განვითარებისა და წარმოების 15 წლიანი გამოცდილებით, საკუთრებაში ფლობს ორ ბრენდს – ipTIME ( აზია-წყნარი ოკეანის ბაზრისთვის, კერძოდ სამხ. კორეის ბაზრისთვის) TOTOLINK ( ევროპის, ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის, ინდოეთის, ვიეტნამისა და ჩინეთი/ტაივანის ბაზრებისთვის). კომპანიის ფილოსოფია გადმოცემულია მის სლოგანში: „ მიუძღვენი საკუთარი ნიჭი და ტექნოლოგია საიმედო პროდუქტისა და შესანიშნავი სერვის-მომსახურეობის შექმნას.“

ZIONCOM-ი ფლობს ISO 14001-2004 და ISO 9001-2008 სერტიფიკატებს, ასევე გერმანულ უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სისტემას German TUV. ZIONCOM-ის პროდუქცია სერთიფიცირებულია FCC/CE/EAC მოთხოვნების მიხედვით და ასევე სხვა საერთაშორისო სასერთიფიკაციო ორგანიზაციები მიერ.

კომპანიის საწარმოები განთავსებულია შენჟენის ეკონომიკურ ზონაში და იკავებს 20 000 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობს, 1000 მეტი თანამშრომლით და ფლობს საკუთარ კვლევებისა და განითარების განყოფილებას – R&D-ს. ყველაფერი ზემოთ თქმული იძლევა WiFi მოწყობილობების ბაზრის მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალებას, ხარისხის ყველაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და ასევე სერვისისთვის განსაკუთრებული ყურადღების დათმობით.

ამჟამად TOTOLINK-ი წარმოადგენს ქსელური აპარატურის ფართო ასორტიმენტს, რაც მოიცავს, როგორც დაბალბიუჯეტიან მოდელებს, რომლებიც გათვლილია ფართო მასებზე, ასევე მაღალი კლასის მოდელებს, რომლებსაც გააჩნიათ კავშირის უახლესი სტანდარტები და პროტოკოლები.

უკაბელო როუტერი – TOTOLINK A20044NS

TOTOLINK A2004NS – ეს არის უკაბელო, ორ არხიანი როუტერების მეხუთე თაობა, რომელის უზრუნველყობს მონაცემთა უკაბელო გადაცემას 1167 მეგაბიტამდე/წამში სიჩქარით, რაც თითქმის სამჯერ მეტია, ვიდრე 802.11n სტანდარტს შეუძლია შემოგვთავაზოს.
A20044NS-pic2

A2004NS-ი, ხუთი ცალი გიგაბიტიანი Ethernet პორტისა და ოთხი სიგნალის გაძლიერების მაღალი კოეფიციენტის მქონე ანტენის მეშვეობით, გარანტირებულად უზრუნველყობს სიგნალის გადაცემის სტაბილურობას როგორც საკაბელო, ასევე უკაბელო კავშირისას. ასევე როუტერს გააჩნია USB 2.0 პორტი.

A20044NS-pic1
A2004NS-ს ერთდროულად შეუძლია იმუშაოს ორ არხზე (2,4 გგჰ, 5გგჰ) და უზრუნველყოს მონაცემთა გადაცემის მაქსიმალური სიჩქარე: 300 მბ-მდე წამში 2,4 გგჰ სიხშირეზე და 867 მბ-მდე წამში 5 გგჰ სიხშირეზე. უფრო მეტიც, როუტერი ეფექტურად ამცირებს რადიო-დაბრკოლების დონეს 5 გგჰ სიხშირეზე მუშაობისას, რაც იძლევა საშუალებას დატკბეთ უმაღლესი სიჩქარის ქსელით.

რაც უფრო მაღალია ანტენის სიგნალის გაძლიერების კოეფიციენტი, მით უფრო მეტია სიგნალის გავრცელების ფართობი. ოთხი გარე ანტენის წყალობით, ასევე მიმართულების შეცვლის შესაძლებლობის და მოწინავე MIMO ტექნოლოგიის საშუალებით, A2004NS-ი უზრუნველყობს სიგნალის ოპტიმალურ გავრცელებას და კავშირის ამაღლებულ სტაბილურობას.

მრავალრიცხოვანი SSID-ის მხარდაჭერის ფუნქცია შექმნილია მომხამრებლებისთვის, რომლებსაც სურთ შექმნან დამატებითი უკაბელო ქსელი სტუმრებისთვის, დაშვების დამოუკიდებელი კონტროლით. სხვადასხვა SSID და პაროლები დაგეხმარებათ დაიცვათ თქვენი ქსელი.

მოწყობილობას აქვს სამამდე SSID-ის შექმნის მხარდაჭერა, რაც ძალიან კომფორტული და პრაქტიკულია. QoS ფუნქცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამტარუნარიანობის განაწილების კონტროლისათვის თითოეული მოწყობილობისათვის.

უკაბელო კავშირის დაცვისათვის როუტერს გააჩნია კოდირების ყველაზე მოწინავე მეთოდების WPA/WPA2 (TKIP/AES) მხარდაჭერა. ქსელსზე მიერთება შეუძლიათ მხოლოდ იმ მომხმარებლებს, რომლებმაც იციან SSID და გასაღები. უფრო მეტიც, სახეზეა IP/MAC/URL ფილტრი, ქსელის მაქსიმალური დაცვისთვის.

A20044NS-pic3

ევროპაში უმსხვილესი IT-საზოგადოება Habrahabr:

TOTOLINK A2004NS-ი ტესტირების შედეგების მიხედვით აღიარეს AC კლასის საუკეთესო როუტერად.

კომპანია „ბილაინმა“, ახალი კომერციული მომსახურეობის ტესტირების ფარგლებში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ინტერნეტთან წვდომას 400 მბ-მდე წამში სიჩქარით, ჩვეულებრივი ქსელური კაბელის მეშვეობით, გამართა სხვადასხვა ბრენდის როუტერების ტესტირება. მრავალი ტესტირების შედეგების მიხედთვით ლიდერი გახდა TOTOLINK A2004NS, მონაცემთა უკაბელო გადაცემის 802.11ac სტანდარტის მხარდაჭერით.

მოკლედ, მონაცემთა მიღებისა და გადაცემისას LAN-სა და WAN-ს შორის, Speed Test-ზე ტესტირებისას მიღწეულ იქნა სიჩქარის საუკეთესო მაჩვენებელი კონკურენტ გადაწყვეტილებებს შორის-462,6 მბ/წ, ასევე 379 მბ/წ – Iperf ტესტირებისას. იანდექსის შემნახავი მასივიდან ჩამოტვირთვა მიმდინარეობდა დაახლოებით 50 მბ-წ სიჩქარით.

უკაბელო ქსელის მეშვეობით მუშაობისას დამყარებულ იქნა რეკორდი: 5 გგჰ სიხშირეზე, ჩამოტვირთვის სიჩქარედ Speed Test-მა აჩვენა 233 მბ/წ, ხოლო Iperf-მა 192 მბ/წ სიჩქარე დააფიქსირა. ასევე 2,4 გგჰ სიხშირეზე როუტერი TOTOLINK A2004NS გახდა საუკეთესო კონკურენტებს შორის 152 მბ/წ სიჩქარით Iperf-ით ტესტირებისას, რაც მიუთითებს მოწყობილობის უნიკალურ შესაძლებლობებზე.

ტესტირების ლაბორატორია Ferralabs.ru:

როუტერის ტესტირების ყველა ეტაპმა ჩაიარა „ძალაინ კარგად“. TOTOLINK A2004NS მუშაობს წარმატებით ერთდროულად ორივე სიხშირეზე. მიმოხილვის ავტორებმა გააკრიტიკეს მართვის პანელი, სირთულისა და ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის არასტუმართმოყვარე ინტერფეისი გამო, თუმცა აღნიშნეს მისი ფუნქციონალური შესაძლებლობების მრავალფეროვნება. დადებით მხარედ ასევე შეგვიძლია მივათვალოთ როუტერის დონესთან შედარებით დაბალი ღირებულება.

უკაბელო როუტერი TOTOLINK N300RT

N300RT- წარმოადგენს ერთ არხიან უკაბელო N-როუტერი, რომელიც შეესაბამება 802.11n სტანდარტს და უზრუნველყობს ინფორმაციის გადაცემას 300 მეგაბიტამდე/წამში სიჩქარით, გამოგადგებათ სტაბილური ინტერნეტ სერფინგის, ონლაინ თამაშებისა და ფაილებთან წვდომისთვის.

სიგნალის გაძლერების მაღალი კოეფიციენტის მქონე ორი ანტენის გამოყენება იძლევა გაუმჯობესებული უკაბელო კავშირის საშუალებას, ერთანტენიან მოდელებთან შედარებით. როუტერი უზრუნველყობს ინტერნეტთან მიერთებას სტატიკური/დინამიური IP, PPPoE, PPtP, L2TP, 802.1x -ის მეშვეობით. ასევე როუტერს გააჩნია ისეთი ფუნქციის მხარდაჭერა როგორიცაა VLAN, IPTV-ისთვის. თქვენს წინაშეა პროდუქტი, ფასისა და ფუნქციის შესანიშნავი შეფარდებით, ოფისისთვის ან სახლისთვის.

VLAN-ის მხარდაჭერა, IPTV-ის კარგი მუშაობისთვის – ერთ მომხმარებელს შეუძლია უყუროს IPTV-ს, მაშინ როდესაც სხვა აგრძელებს ინტერნეტ სერფინგს.

N300RT-pic1

Reviews.ru:

ავტორიტეტული პორტალის ექსპერტები აღიარებენ, რომ სიახლემ ისინი სრულიად გააკვირვა თავისი მაღალფუნქციონალურობით, სიჩქარით და სტაბილური მუშაობით, რასაც შეიძლება შეხვდე სხვა მწარმოებლების მხოლოდ საუკეთესო მოდელებში, ამასთან შენარჩუნებულია დაბალი ფასი.

კომპაქტური დიზაინი, გაგრილების ხარისხიანი სისტემა, დამუშავებული პროგრამული უზრუნველყოფა, IPTV-ს და სხვა სერვისების მხადაჭერა და რა თქმა უნდა სრულფასოვანი წვდომა ინტერნეტთან 100 მბ/წ სიჩქარით, ეს არის ის რასაც როუტერი აძლევს მომხმარებელს. ეს ყველაფერი ასევე არ დარჩა შეუმჩნეველი Reviews.ru-ს ექსპერტებისთვის. უფრო მეტიც, მათ აღიარეს, რომ ერთი თვის განმავლობაში მიმდინარე აქტიური ტესტირებისას – TOTOLINK N300RT-ს არ აღმოაჩნდა არც ერთი ნაკლი, რაც წარმოადგენს აღნიშნული პროდუქტის ხარისხის უმაღლეს შეფასებას.

პროტალი Megaobzor.com:

TOTOLINK N300RT – როუტერი იღებს დამსახურებულ ჯილდოს „ოქრო, MegaObzor.com-ის რედაქციის რჩეული“.

TOTOLINK N300RT- უმცროსი ძმა TOTOLINK A2004NS როუტერისა – პატარა როუტერი, ძირითადად სახლის პირობებში გამოსაყენებლად. თუმცა, მიუხედავად თავისი პატარა ზომისა, მას გააჩნია მონაცემთა „საჰაერო“ გზით გადაცემის მხარდაჭერა 300 მბ/წ-მდე სიჩქარით და ფლობს ქსელური შესაძლებლობების სრულ კომპლექტს.

N300RT – კარგად დაბალანსებული ბიუჯეტური როუტერი, ფუნქციების კარგი კომპლექტით. ტესტირების დროს შეფერხებები არ იქნა გამოვლენილი. დადებით მხარეებად შეგვიძლია მივიჩნიოთ: კომპაქტური კორპუსი, გაგრილების დახვეწილი სისტემა, დაკონფიგურირების დიდი არჩევანი და თანამედროვე ტექნოლოგიების მხადაჭერა. ტესტირებისას მან გამოავლინა სიგნალის კარგი გავრცელება და სისწრაფე.

Wi-Fi სიგნალის გამაძლიერებელი TOTOLINK EX300

TOTOLINK EX300 – არის 2,4 გგჰ სიხშირის WiFi სიგნალის გამაძლიერებელი და იგი არსებითად ზრდის უკაბელო ქსელის დაფარვის ფართობს. აღნიშნული სიგნალის გამაძლიერებლის როუტერსა და ქსელურ მოწყობილობას შორის განთავსებით, მომხმარებლებს ძალიან მარტივად შეუძლიათ ქსელის მოქმედების ზონის გაზრდა.

ორი ანტენის არსებობის წყალობით EX300-ი იღებს და გადასცემს მონაცემებს მაღალი სიჩქარით და შეუძლია უზრუნველყოს კავშირი ქსელთან, ყველაზე რთულად მისადგომ ადგილებშიც კი.


წვდომის ადგილი TOTOLINK N10

N10-pic1

ახალი წვდომის ადგილი TOTOLINK N10 – საშუალებას იძლევა არსებითად გაიზარდოს უკაბელო ქსელის მოქმედების ზონა.

აღნიშნულ მოდელს გააჩნია 802.11n პროტოკოლის მხარდაჭერა 2,4 გგჰ სიხშირეზე მუშაობისას, ხოლო მონაცემთა გადაცემის მაქსიმალური, თეორიული სიჩქარე შეადგენს 300 მეგაბიტამდე წამში. დახვეწილი და გამორჩეული დიზაინის იძლევა მისი შეუმჩნევლად ინსტალაციის საშუალებას, როგორც ოფისში ასევე ნებისმიერ დიდ შენობაში.

PoE-ს მეშვეობით კვების მიწოდების საშუალება მნიშვნელოვნად ამარტივებს ისნტალაციის პროცესს.

კომპანია TOTOLINK-ის სხვა პროდუქტებს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ოფისში და კომპანიის ელექტრონულ კატალოგში.