სიახლე საქართველოს ბაზარზე – EZ-RJ45 კონექტორები
ალბათ, არაფერია იმაზე ადვილი ვიდრე, მოარგო RJ-45 კონექტორი კაბელს, მაგრამ როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს ამის ხარისხიანად გაკეთება ყველას არ შეუძლია – კაბელის წვერები არ მიყავთ კონექტორების დანებამდე, დანა ბოლომდე არ შედის გამტარში ან კაბელი თავისი საიზოლაციო ფენით არ შედის დასაფიქსირებელ მომჭერამდე.
ამ ყველაფრის მიზეზი ბევრია – თავად კაბელის ხარისხი(ზოგჯერ პრობლემას ქმნის ალუმინის წვერები რომლებსაც აქვთ ძალიან მცირე სპილენძის საფარი) ან არაკომფორტული გარემო მონტაჟისას ან უბრალოდ „მოუხერხებლობა“.