
Uniview – ცნობილი ჩინური კომპანიაა, რომელიც ვიდეო მეთვალყურეობის სისტემების შემუშავების განხრით მუშაობს, მათ ანგარიშზე 600-ზე მეტი პატენტია.
Uniview-ს აღჭურვილობის ხაზი წარმოდგენილია როგორც პროფესიული,უნიკალურ ფუნქციათა ნაკრების მქონე მოდელების მეშვეობით, ასვევე ეკონომიური, ყველაზე მეტად მოთხოვნადი ფუნქციებით, მისაღებ ფასად.
Uniview შედის ჩინეთის ბაზრის ლიდერთა სამეულში, და სამეთვალყურეო სისტემების მსოფლიო მწარმოებლების ტოპ 10-ში.
კომპანიის მსხვილი საინტეგრაციო პროექტები ვიდეომეთვალყურეობის განხრით : უსაფრთხო ქალაქი ხენჯოუ (60000+ კამერა), ჰონკონგი (NGN ინფრასტრუქტურა) , შანჰაის ექსპო-ცენტრი, 30-ზე მეტი უმსხვილესი აეროპორტი, ისეთი, როგორიცაა შანჰაის (PVG), ჩუნცინი (CKG) , პერტი (ავსტრალია), კიევი (ჟულიანი).
Uniview Product Guide 2017
Download (PDF)
Uniview-ს აღჭურვილობის განმასხვავებელი თვისებები
H.265
Uniview-ს 2МП და 4МП კამერებს აქვთ ახალ კოდეკი – H.265-ს მხარდაჭერა.
U-code
კოდირების გაუმჯობესებული ტექნოლოგია H.264/H.265 კოდეკების ბაზაზე გვაძლევს საშუალებას 80-90 % -ით დავზოგოთ ადგილი საარქივო მყარ დისკზე.
პროგრესული ტექნოლოგიები
4K კამერათა სერია მოიცავს თაღისებრ (ე.წ. დომ-კამერა), ცილინდრისებრ კამერებს ინფრაწითელი განათებით, PTZ კამერებს და კამერებს ობიექტივებით.
44-ჯერადი მოახლოება გვაძლევს საშუალებას გავარჩიოთ ნომრები და ადამიანების სახეები 300 მეტრამდე მანძილზე.
Uniview-ს ტექნოლოგია უზრუნველჰყოფს ხარისხიან გამოსახულებას განათების მკვეთრ ცვლის პირობებში, აქვს გაფართოებული დინამიური დიაპაზონი 120 დეციბელი.
ფუნქცია Defog გვაძლევს არამკვეთრი გამოსახულების კომპენსირების საშუალებას, იცავს რა გარემო ფაქტორების (მტვერი, ნისლი, ბოლი, და ა.შ.) ნეგატიური ზემოქმედებისგან თითოეული პიქსელის ანალიზის,გამოსახულების სიმკვეთრის კორექციის მეშვეობით, ხელს უშლის დაორთქვლას.
Uniview-ს 1080P Starlight კამერა უზრუნველჰყოფს მკვეთრ, ფერად გამოსახულებას 0.002 ლუქსი განათების პირობებშიც კი (F1.2).
Smart ტექნოლოგიები
H.265 სერიის კამერების ინტელექტუალური ფუნქციები: სახის აღმოჩენა, ზონაში მოხვედრა, ხაზის გადაკვეთა, ადამიანების დათვლა და ა.შ.
სპეციალური ტექნოლოგიები
ვიწრო გარემოში 16:9-ის ნაცვლად 9:16 რეჟიმის გამოყენებით ვიდეომეთვალყურეობის ეფექტურობა ორმაგდება, ასევე არ რჩება „მკვდარი ზონები“ კამერის ქვეშ.
ლაზერული ინფრაწითელი განათება – ინფრაწითელი ლაზერის გამოყენებამ ჩვეულებრივი შუქდიოდის ნაცვლად, საშუალება მოგვცა გავზარდოთ ინფრაწითელი განათების მანძილი 250 მ-მდე. ხოლო ინფრაწითელი განათების რეგულირების ინტელექტუალური ალგორითმი არეგულირებს განათების დონეს რაც გვიცავს ზედმეტად გადანათებული გამოსახულებისგან და საბოლოო ჯამში იძლევა დაკვირვების ობიექტის მცირე დეტალების გარჩევის შესაძლებლობას.
PIR
კამერაში დამონტაჟებული PIR გადამცემი გვაძლევს საშუალებას აღმოვაჩინოთ მოძრავი ობიექტები, განათება კი გვაძლევს საშუალებას გავარჩიოთ დეტალები.
eMMC
ვიდეოკამერის შიდა მეხსიერებაზე ვიდეოს ჩაწერის შესაძლებლობის უზრუნველსამყოფად და საიმედო ჰერმეტიულობის უზრუნველსამყოფად Uniview იყენებს eMMC ჩაშენებულ მეხსიერებას.
NAA
ქსელთან ავტომატური ადაპტყაცია (NAA) იძლევა ხარისხიანი ვიდეოგამოსახულების გარანტიას ქსელის არასტაბილურად მუშაობის პირობებშიც კი. Uniview-ს IP კამერები უზრუნველჰყოფენ უხარვეზო გამოსახულებას 5% პაკეტთა დაკარგვის ან 400 მწ-ით შეფერხების პირობებშიც კი.
კვების ძაბვის ფართო დიაპაზონი
Uniview კამერები სტაბილურად მუშაობენ ±25% ძაბვის ცვალებადობისას.
სარეზერვო კვების წყარო
PoE-ს მეშვეობით კამერის კვება შეიძლება იყოს დარეზერვებული წყვეტილი ან უწყვეტი 24/12В დენის მეშვეობით, რაც აუმჯობესებს მოწყობილობის ფუნქციონირების სტაბილურობას.
300м PoE
NVR-შიჩაშენებულ კომუტატორებში გამოიყენება სპეციალიზირებული ელემენტარული ბაზა, რომელიც იძლევა საშუალებას გადასცეს როგორც სიგნალი,ასევე კვებაც სტანდარტული ხვეული წყვილი სადენის მეშვეობით 300 მეტრამდე მანძილზე.
12VDC გამომავალი PoE კამერებზე
მცირე მოწყობილობები (აქტიური მიკროფონი, მკვეთრი ხმის გამომცემი სასიგნალო მოწყობილობა და ა.შ.) შეიძლება იკვებებოდეს Uniview კამერიდან, რომელსაც აქვს ჩაშენებული გარდამქმნელი PoE -> 12VDC.
ფართო ტემპერატურული დიაპაზონი
Uniview კამერები ადაპტირებულია გარემოს მკაცრ პირობებთან, მუშაობენ -40°С ~ 70°С ტემპერატურულ დიაპაზონში.
რეჟიმი 1+1
ოპტიკურ ინტერფეისიან ვიდეო კამერას შესაძლებელია მივუერთოთ Ethernet ინტერფეისიანი კამერა და ერთი ოპტიკური ბოჭკოვანიკაბელით გადავცეთ გამოსახულება ორი ვიდეოკამერიდან.
მაღალი ძაბვისგან დაცვა
ავტონომიური მოწყობილობის გადატვირთვისგან დაცვა (მეხისგან დაცვა) შეიძლება აღწევდეს 6კვ-ს რაიმე დამატებითი გარე დაცვის გარეშე. როგორც კვლევები გვიჩვენებს საკაბელო ხაზთან 10 მეტრში მეხის დაცემის შედეგად , მოწყობილობებზე საშუალო დატვირთვა შეადგენს კვ-ზე ნაკლებს. 6კვ-იანი დაცვას შეუძლია უზზრუნველჰყოს ყოველდღიური მეხისგან დაცვის მოთხოვნილება და სხვა მძიმე პირობებში ნორმალური ექსპლუატაცია.
Cloud Update
იძლევა NVR -ზე და მასთან დაკავშირებულ კამერებზე პროგრამის განახლების საშუალებას ღილაკზე ხელის ერთი დაჭერით. ყველა სჭირო ფაილი ავტომატურად ჩამოიტვირთება Amazon CDN ღრუბლიდან.
ხელმისაწვდომი პროდუქცია საწყობში – კატალოგში გადასვლა.