
აპართ-ოტელ ახალი გუდაური IV-ში დასრულდა კომპლექსური საინტეგრაციო სამუშაოები.
ახალი გუდაური IV განთავსებულია საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს ადგილზე და გამოირჩევა ფანჯრებიდან შთამბეჭდავი ხედებით, დახვეწილი დიზაინით და კომფორტის განუმეორებელი დონით.
პროექტის ფარგლებში შემდეგი სისტემები იქნა დაპროექტებული, დაინსტალირებული და გაშვებული:
- IPTV
- ლოკალური ქსელი
- Wi-Fi
- ვიდეომეთვალყურეობის სისტემა
- ტელეფონია
- სახანძრო სიგნალიზაციის სისტემა
- უწყვეტი ელექტრო მომარაგების სისტემა