მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენი პროდუქციის ასორტიმენტი შეივსო უკრაინული მწარმოებლის IPCom-ის სატელეკომუნიკაციო კარადებით და თაროებით. პროდუქციას შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს საიტზე და ასევე ჩვენს ოფისში. საქართველოს ბაზარზე პროდუქცია წარმოდგენილი იქნება შავ ფერში(RAL 9005), თუმცა შეკვეთისას ხელმისაწვდომი იქნება ღია-ნაცრისფერი(RAL 7035).

იატაკზე დასადგამი სტანდარტული(სიმაღლე -18, 24, 33 და 42 U) და კედელზე დასაკიდი (სიმაღლე – 6,9,12 და 15U) კარადების გარდა, შეკვეთისთვის ხელმისაწვდომია კლიმატგამძლე საკომუნიკაციო კარადები(სიმაღლე – 6,9,12,24,33 და 42U), რომლებიც დამატებით შესაძლელია აღიჭურვონ კონდიცირების სისტემით.

სპეციალური ფასები – პროვაიდერებისათვის!