
ჟურნალ “Сети и Бизнес” №1 (92) 2017 – ის სტატია – ინტერნეტ-პროვაიდერები ირჩევენ Edge-core-ს.
უკრაინის უმსხვილესი ინტერნეტ – პროვაიდერები(«Воля-Кабель», «Фрегат», «Ланет», «Датагруп», «Вега» და სხვები) Edge-core-ს ანდობენ თავიანთ ქსელეს.
L2 და L3 დონის კომუტატორებმა ფასის და ხარისხის ოპტიმალური თანაფარდობა აჩვენეს.

კომპანია «Воля-Кабель» - პროვაიდერი ნაციონალურ დონეზე, ასობით ათასი აბონენტით მთელი უკრაინის მასშტაბით. ჩვენ გამუდმებით ვმუშაობთ ჩვენი ქსელის გამტარიანობის გაზრდაზე და ახალი აპარატურის არჩევა - ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო მომენტი. Edge-сore-ის კომუტატორებმა წარმატებით გაიარეს ტესტირების პროცედურა და აქტიურად გამოიყენებიან ჩვენი კომპანიის ქსელში ახალი მომხმარებლების დაერთებისას.
Edge-сore-ის კომუტატორებმა გაიარეს უკრაინის სახელმწიფო სპეციალური კავშირისა და ინფორმაციის დაცვის სამსახურის ექსპერტიზა და აღიარებულ იქნენ საიმედო ქსელურ მოწყობილობებად. ისინი რეკომენდირებული არიან საინფორმაციო უსაფრთხოების მაღალი მოთხოვნების ქსელებში გამოსაყენებლად, მაგალითად სახელმწიფო სტრუქტურებში, რაც დამოწმებულია შესაბამისი სერთიფიკატით(საექსპერტო დასკვნა).
«Датагруп» - ისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს შეთავაზებული მომსახურეობის მაღალი ხარისხი და როგორც ბაზრის ერთ-ერთი ლიდერები, ჩვენ ყოველთვის ვირჩევთ საიმედო პარტნიორებს. EdgeCore-ის კომუტატორები არიან ფუნქციონალი, გამძლე და იძლევიან ქსელის მონიტორინგის გაუმჯობესების შესაძლებლობას, რაც გვეხმარება ოპერატიული რეაგირება მოვახდინოთ შესაძლო საფრთხეებზე. სწორედ ეს განსაზღვრავს ჩვენ მიერ პარტნიორის არჩევას.
Edge-сore-ის პროდუქცია სერთიფიცირებულია უკრაინაში და გააჩნია ყველა საჭირო დოკუმენტაცია მათი ბალანსე მისაღებად, ასევე საერთო მოხმარების სატელეკომუნიკაციო ქსელზე უსაფრთხო მიერთების განსახორციელებლად. შესაბამისად, მათი გამოყენება არ გამოიწვევს მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან პრეტენზიების გაჩენას.
ჩვენთვის რთულია ვიყოთ მხოლოდ ინტერნეტ პროვაიდერები, ყოველთვის გვნინდოდა შემოგვეტანა ინოვაციები ამ ბაზარზე. «Ланет»-მა ხმამაღლა პირველმა განაცხადა: გიგაბიტი ყველა სახლში! ეხლა უკვე, ჩვენ ყოველ ახალი დაერთებას ვანხორციელებთ 1 გბ/წ სიჩქარით, ეს კი თავის მხრივ, დამატებითი მოთხოვნებია ქსელურ აპარატურისთვის. Edge-core-ის გიგაბიტიანი კომუტატორები აღნიშნული დავალების შესასრულებლად შესანიშნავი გამოდგნენ.
ლიდერი Open Networking – ის სეგმენტში
კომპანია Edge-core-ს გადაწყვეტილებებს აქტიურად იყენებენ მონაცემთა დამუშავების ცენტრებში(მდც), ინტერნეტ-პროვაიდერების ქსელებში და ასევე მცირე, საშუალო და მსხვილ საწარმოებში. ჩვენი პარტნიორი Edge-Core Networks არის Open Networking -ის სეგმენტის ლიდერი. იგი გთავაზობთ კომუტატორების სრულ ხაზს 1GbE, 10GbE, 25GbE, 40GbE, 50GbE და 100GbE, დამკვეთის მიერ NOS-ის და პროგრამული უზრუნველყოფის SDN არჩების შესაძლებლობით.
კომპანია Edge-Core Networks Corporation-ის შესახებ
Edge-Core Networks Corporation – წარმოადგენს ქსელური აპარატურის წამყვანი ODM მწარმოებელი Acton Technology Corporation-ის შვილობილ კომპანიას. კომპანია განვითარებული პარტნიორი დისტრიბუტორების და ინტეგრატორების ქსელის მეშვეობით ანხორციელებს საკაბელო და უკაბელო ქსელური აპარატურის მიწოდებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. უკრაინაში Edge-Core-ის ინტერესებს წარმოადგენს კომპანია „რომსატი“ – როგორც ექსკლუზიური დისტრიბუტორი.