ვიდეომეთვალყურეობა

ვიდეომეთვალყურეობა

ვიდეომეთვალუირეობის სისტემა (CCTV, ვიდეომეთვალყურეობა)-ეს არის პროგრამულ აპარატურული კომპლექსი(ვიდეო კამერები, ობიექტივი, მონიტორი, ვიდეორეგისტრატორი ან ვიდეოსერვერი,  და ა.შ.) განკუთვნილი ვიდეოკონტროლის ორგანიზებისთვის, როგორც ლოკალურ ასევე სხვადახვა ტერიტორიულ ერთეულებზე განლაგებული ნებისმიერი სირთული ობიექტებისთვის. სისტემა ადაპტირებადია თითოეულ კლიენტის მოთხოვნებთან, შენობის, ობიექტის სპეციფიკაციებთან და შეესაბამება უსაფრთხოების მოთხოვნებს. ის ყენდება შემდეგი მიზნებისთვის:  გაქურდვისსაწინააღმდეგოდ,  უსაფრთხოებისთვის ან ინფორმაციის მისაღებად, განსაზღვრული რეგიონის მუდმივი დოკუმენტირებისთვის ან განსაზღვრული მოვლენების ანალიზისთვის.

ვიდეომეთვალყურეობის სისტემის უპირატესობა სხვა დაცვით სისტემებთან მდგომარებს მის მაღალინფორმაციულობაში(მთლიანი ინფორმაციის 90 %-ს ადამიანი იღებს მხედველობის მეშვეობით). უსაფრთხოების სისტემების გამართული მუშაობის შემოწმება, ცრუ განგაშის გამორიცხვა(დაცვის სიგნალიზაციის, სახანძრო სიგნალიზაციის, პერიმეტრული დეტექტორების, მიპარვის საწუნააღდეგო და გატაცების საწინააღმდეგო სიგნალიზაცია ავტომობილზე) შეიძლება განხორციელდეს დისტანციურად – ვიდეოსისტემის მეშვეობით. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ, შესაძლებელია რაიმე მოვლენის აღკვეთა, კონტროლირებადი ზონის საზღვრებზე მოძრაობის შემჩნევით, შესაძლო საფრთხის ვიდეომონიტორინგის ეკრანზე   გაშიფვრით. ეს განსაკუთრებით აქტუალურია არამოქმედ ობიექტებზე მოშორებული წერტილიდან დაკვირვებისას.

მცირე ზომის ობიექტებზე ჯერ კიდევ გამოიყენება ანალოგური სისტემები, სადაც გამოიყენება ანალოგური ვიდეომეთვალყურეობის კამერები და ჩაწერის ციფრული აპრატები- ვიდეორეგისტრატორები (DVR). ვიდეომეთვალყურეობის ანალოგური სისტემების მომხმარებლებს იზიდავენ დაბალი ღირებულებით, მოხმარების და მომსახურეობის სიმარტივით, მაგრამ მომავალი ციფრული სისტემევისაა.

ვიდეომეთვალყურეობის ციფრული სისტემები, რომლებიც აწყობილია IP კამერებზე და ციფრულ, IP რეგისტრატორებზე ან ვიდეო სერვერებზე, ფლობენ უდავო უპირატესობას ანალოგურ სისტემებთან შედარებით. ეს უპირატესობებია: გამოსახულების მაღალი გარჩევადობა და ხარისხი, ვიდეოსიგნალის და კვების გადაცემის შესაძლებლობა ერთი კაბელის მეშვეობით Poe (power over Ethernet). PTZ კამერის მართვის ფუნქცია, მართვის კაბელის მიერთების გარეშე, რთული სისტემის აწყობის შესაძლებლობა კამერების განუსაზღვრელი რაოდენობით, მოშორებით განთავსებული ვიდეო არქივით და მრავალი სხვა შესაძლებლობით.

ჭკვიანი ვიდეომეთვალყურეობა

სახეების და ავტომობილების ნომრების ამომცნობი სისტემა:

  • ობიექტების ამოცნობა (სახეები, ავტომობილების ნომრები, პოტენციურად, საფრთხისშემცველი ძირითადი ობიექტების ამოცნობისა და სხვა ფაქტორები),
  • წესრიგის დარღვევის ფაქტების რეგისტაცია,
  • ფოტოსურათების, ფოტორობოტების, სანომრე ნიშნების ბაებთან ინტეგრირების შესაძლებლობა ტერორისტების, დამნაშავეების, წესრიგისდამრღვევთა აღმოსაჩენად.

ნომრების ამცნობის სისტემა იძლევა ინტეგრირებული კონტროლის სისტემის აწყობის საშუალებას საწყობში, სატრანპორტო საშუალებების ნომრების რეგისტაციის, ავტომობილების წონის დაფიქსირების, შესვლის და გასვლის თარიღების მეშვეობით, ასევე ვიდეო არქივის წარმობა, სხვადასხვა ტიპის მოხსენებების შექმნა და ექსპორტირება.

მსგავსი სისტემის მეშვეობით ძალოვან სტუქტურებს შეუძლიათ ოპერატიული რეაგირება მოახდინონ უსაფრთხოების დარღვევისას და მიიღონ შესაბამისი ზომები.

ვიდეომეთვალყურეობის სისტემა საცალოვაჭრობის იბიექტებისთვის

ჩვენი კომპანიის მიერ შემოთავაზებული ჭკვიანი ვიდეომეთვალყურეობის სისტემები იძლევიან საშუალებას დააკვირდეთ მყიდველების ქცევებს, შეიქმნათ მეტად სრული წარმოდგენა მათი ქცევების შესახებ  და გაეცეს პასუხი ისეთ კითხვებს როგორებიცაა:

  • რამდენია კონვერსიის კოეფიციენტი;
  • მაღაზიის რომელ აწილში ატარებენ მომხმარებლები ყველაზე მეტ დროს და რომელ სავაჭრო რიგებში დადიან ისინი;
  • პროდუქციის რომელი თაროები და რომელი სარეკლამო აქციები იზიდავს მომხმარებლებს ყველაზე მეტად;
  • როგორია გარკვეული სავაჭრო რიგების და რიგის ბოლოს არსებული თროების ეფექტურობის კოეფიციენტი;
  • დროის რომელ მომენტში იმყოფებიან მაღაზიაში მომხმარებლების ყველაზე მეტი რაოდენობა;
  • რა დროს იქმნება ყველაზე დიდი რიგები სალაროებთან;
  • როგორ უნდა იყოს შედგენილი, მომუშავე პერსონალის უფრო ეფექტური გრაფიკი.

მსგავსი ტიპის ანალიზი იძლევა გაყივების ეფექტურობის გაზრდის, სავაჭრო დარბაზების უკეთესი დაგეგმბის და მომუშავე პერსონალის სამუშაო დროის უკეთესი ორგანიზების სშუალებას.