მონაცემთა გადაცემის ქსელები
კოპმანია რომსატი გთავაზობთ შემდეგ ბრენდის აპარატურაზე Cisco, HP, Alcatel-Lucent, Edge-core მონაცემთა გადაცემის ქსელის პროექტირებას, მონტაჟს და შემდგომ მომსახურებას.
სწორად დაგეგმარებული და რეალიზებული ქსელი – უზრუნველყოფს თქვენი კომპანიის წარმატებას.
მონაცემთა გადაცემის ქსელის პროექტირებისას რომსატის მთავარ ამოცანას წარმოადგენს საფუძველშივე გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი პრინციპები
- ზრდაზე ორიენტირებული ქსელები.
- ქსელის სტაბილურობა .
- ქსელის მდგრადობა მაქსიმალური დატვირთვების რეჟიმში მუშაობისას .
- ქსელის ხელმისაწვდომობა
- მართვისა და კონტროლისათვის მოქნილი ქსელი.
- საინფორმაციო ნაკადების კონფიდენცილაურობა
- გარე საფრთხებისაგან ქსელის დაცვა უცხო საინფორმაციო ნაკადების კონტროლი.
ჩვენ გთავაზობთ შემდეგი სტრუქტურის ქსელების მშენებლობას:
კამპუსის არქიტექტურა ტავის თავში სრულად მოიცავს ინტელექტუალური კომუტაციისა და მარშრუტიზაციის ინფრასტრუქტურას, IP-კომუნიკაციების მაღალი მწარმოებლურობის ინტეგრირებულ ტექნოლოგიებს, უზრუნველყოფს თქვენი კომპანიის მობილურობასა და უსაფრთხოების გაზრდილ დონეს. კამპუსის ტიპის არქიტექტურა თქვენი საწარმოსათვის უზრუნველყოფს იმფორმაციულ ნაკადებთან მაღალი სიჩქარით წვდომას, მდგრადი მრავალდონიანი იერარქიული კონსტრუქციის ხარჯზე, აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის სწორი გამოყენება უზრუნველყოფს ქსელის დატვირთვების ჯეროვან განაწილებას და ქსელში შესაძლო შეფერხებებისას სისტემის მდგრადობას. უსაფრთხოების კომპლექსური სისტემა უზრუნველყოფს დაცვას ჭიების, ვირუსებისა და ქსელზე შემტევი სხვა ზემოქმედებისაგან.
მონაცემთა ცენტრის არქიტექტურა (მდც) — ქსელის შეკრული, ადაპტური არქიტექტურაა, რომელიც უზრუნველყოფს ქსელის კონსოლიდირებას თქვენი კომპანიის შიგნით ბიზნეს პროცესების უწყვეტი მიმდინარეობისათვის, ამგვარი არქიტექტურა უზრუნველყოფს ლოკალური ქსელის რესურსებთან უსაფრთხო წვდომას დეპარტამენტის თანამშრომლების, მიმწოდებლებისა თუ კლიენტებისათვის. ასეთი მიდგომა ახდენს მართვის გამარტივებასა და ოპტიმიზაციას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს თქვენი კომპანიის დამატებით ხარჯებს. მონაცემთა დამუშავების სარეზერვო ცენტრების აგება კი უზრუნველყოფს მონაცემთა რეზერვულ კოპირებას და ამ რესურსებთან შემდგომ წვდომას. სწორად დაპროექტებული ქსელი უზრუნველყოფს სერვერების დატვირთვის მუდმივ ბალანსს და მათ სტაბილურ მუშაობას, ყოველივე ზემოთქმული საშუალებას მოგცემთ მიაღწიოთ მონაცემთა დამუშავების ცენტრის მაქსიმალურ მწარმოებლურობას.
BranchArchitecture — არქიტექტურა საწარმოებს საშუალებას აძლევს მოახდინონ ქსელის განაწილებული სტრუქტურის ორგანიზებადა და უზრუნველყოფს საწარმოს ცალკეული ფილიალების კომპანიის ცენტრალურ ოფისთან მუდმივ უსაფრთხო წვდომას . კომპანიის თითოეეული თანამშრომლისა და მენეჯერისათვის ხელმისაწვდომი ხდება ხმოვანი ვიდეო და სხვა სახის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იმფორმაცია ხმოვანი ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას სადაც შესაძლებელია ინტერნეტთან წვდომა . ვირტუალური კერძო ქსელების გაფართოებული ქსელური მარშრუტიზაცია, ასევე გლობალური ქსელის სარეზერვო არხები, კონტენტის ქეშირება შორეული ოფისებისათვის, ჩვენს მიერ შემოთავაზებული მომსახურეობა უზრუნველყოფს ქსელის საიმედო არქიტექტურას ყველა ფილიალისათვის მდგრადობის მაღალი დონით და მოწყობილობებისა და სერვისების კონტროლის შესაძლებლობით.
TeleworkerArchitecture – ინტერნეტის გლობალურ ქსელში სტანდარტული მიერთების გამოყენებით, ამგვარი არქიტექტურა შორეულ თანამშრომელს აძლევს კომპანიის რესურსებზე წვდომის საშუალებას სათაო ოფისში, მონაცემთა საიმედო გადაცემის უზრუნველყოფით. ცენტრალიზებული მართვა ახდენს ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდასაჭერი ხარჯების მინიმიზაციას, ხოლო საიმედო კომპლექსური უსაფრთხოება უზრუნველყოფს გადასატანი მონაცემების კონფიდენციალურობას, მთლიანობას, შორეული მხარის იდენტიფიკაციის გარანტირებით. პერსონალს შეუძლია ქსელში უსაფრთხოდ შევიდეს მუდმივად მომუშავე VPN სერვერით და გააჩნდეს წვდომა ავტორიზებულ დანამატებსა და მომსახურებებზე.
მონაცემთა გადაცემის უსადენო ქსელები
მონაცემთა გადაცემის უსადენო ქსელების აგება და დანერგვა სტანდარტით Wi-Fi 802.1a/b/g/n კომპანიების Cisco, HP, Motorola, Alcatel-Lucent მოწყობილობების ბაზაზე.
მონაცემთა გადაცემის უსადენო ქსელებს გააჩნია შემდეგი უპირატესობები:
- მონაცემთა გადაცემის უსადენო ქსელის აგება ხშირად უფრო მარტივია და ნაკლები დროს და ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვს განსაკუთრებით, როცა საუბარია 100 მეტრზე მეტ მანძილზე მონაცემთა გადაცემაზე.
- მობილურობა – ჩვენს დროში იძენს სულ უფრო მეტ მნიშვნელობას, განსაკუთრებით მობილური მოწყობილობების გამოყენების მოხერხებულობის თვალსაზრისით.
- მასშტაბურობა – უსადენო ქსელების აგების პრინციპი იძლევა უსადენო ქსელის დაფარვის ზონის სწრაფად გაფართოების საშუალებას, არსებულ ინფრასტრუქტურაში უსადენო მოწყობილობის დამატებით.
- 802.1a/b/g სტანდართებთან თავსებადობა იძლევა ბაზარზე არსებული მობილური მოწყობილობების უმრავლესობის უსადენო მოწყობილობებთან მუშაობის საშუალებას.
- ხელმისაწვდომობა – მონაცემთა გადაცემის უსადენო ქსელი სადენიან ანალოგთან შედარებით წარმოადგენს უფრო იაფ გადაწყვეტას.
სტრუქტურირებული საკაბელო სისტემა
სტრუქტურირებული საკაბელო სისტემა – ეს არის ტექნოლოგია, რომელიც იძლევა საკაბელო ინფრასტრუქტურის ოპტიმალურად ორგანიზების საშუალებას მომავალში ყველა შესაძლო ცვლილებაზე სწრაფად რეაგირების შესაძლებლობით, აგებულ საინფორმაციო ქსელში კარდინალური ცვლილებების შეტანის გარეშე. ეს იწვევს მთლიანობაში სისტემის ფუნქციონირების მომსახურებისა და მხარდაჭერის ხარჯების მინიმიზაციას.
ამჟამად სტრუქტურირებული საკაბელო სისტემები (სსს), როგორც არასოდეს იძენს სულ უფრო მეტ აქტუალობას. დღეს ალბათ უკვე ყველა დაგვეთანხმება, რომ სსს-ს გარეშე წარმოუდგენელია ნებისმიერი რანგის ორგანიზაციისათვის – დიდი და მცირე კომერციული სტრუქტურებისათვის, ბანკებისთვის, სახელმწიფო დაწესებულებებისა და სამრეწველო საწარმოებისათვის მონაცემთა, ხმის, ვიდეოინფორმაციის გადამცემი თანამედროვე მაღალსიჩქარიანი ქსელების აგება.
სსს-ს ძირითადი უპირატესობები:
- უნივერსალური საკაბელო გარემოს საფუძველზე ხდება მონაცემთა გადაცემა, სატელეფონო ქსელის, ვიდეოინფორმაციის ან სიგნალების გადაცემის ორგანიზება სახანძრო სისტემის გადამცემებიდან ან დაცვის სისტემებიდან;
- იყენებს სტანდარტულ კომპონენტებსა და მასალებს (სპილენძის არაეკრანირებული და ეკრანებული ხვეული სადენი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენი);
- შესაძლებელია მართვა და ადმინისტრირება მინიმალური რაოდენობის მომსახურე პერსონალით;
- დამოკიდებული არაა ტექნოლოგიის ცვლილებასა და მოწყობილობების მიმწოდებელზე;
- დაშვებულია რამდენიმე სხვადასხვა ქსელური პროტოკოლის ერთდროული გამოყენება; გააჩნია სისტემა იგება მოდულების პრინციპზე და შესაძლებელია ქსელის გაფართოება არსებული ქსელის შეცვლის გარეშე;
- ამართლებს კაპიტალდაბანდებას ქსელის ხანგრძლივად გამოყენებისა და ექსპლუატაციის ხარჯზე.
ჩვენი კომპანიის ინჟინრების მიერ შექმნილი ყველა სსს პასუხობს შემდეგ მოთხოვნებს:
- მაღალი საიმედოობა – ყველა საპროექტო და სამონტაჟო სამუშაო სრულდება მწარმოებლის მოთხოვნათა შესაბამისად;
- სწრაფი მსყიდველობითი უნარი სსს-ს ერთობლივი ფლობის დაბალი ღირებულების ხარჯზე;
- მარტივად გაფართოება და ცვლილებების შეტანა ექსპლუატაციის პროცესში;
- სხვადასხვა პროტოკოლების ერთდროულად გამოყენების შესაძლებლობა;
- ინფორმაციული ტექნოლოგიების ცვლილებებისგან დამოუკიდებლობა;
- ადვილად მართვა, ადმინისტრირება მინიმალური პერსონალით;
- ერთიან ქსელში დამოუკიდებელი უბნების შექმნის შესაძლებლობა.