დაშვებისა მართვისა და კონტროლის სისტემები (კდმს) დღესდღეობით ინტეგრირებული უსაფრთხოების სისტემების განუყოფელი ნაწილია. კდმს იძლევა შენობის სხვადასხვა ნაწილებში გადაადგილების შეზღუდვის, რეგლამენტირების და რეგულირების საშუალებას, მთელი ამ ინფორმაციის პარალელური რეგისტრაციით მისი შემდგომი გამოყენების მიზნით. მსგავსი სისტემის გამოყენებით აკონტროლებთ ობიექტზე ადამიანთა საერთო რაოდენობას და ასევე თითოეული მადგანის მდებარეობას რეალურ დროში.
სისტემა წარმოადგენს აპარატურულ-პროგრამულ კომპლექსს, რომელიც უზრუნველყობს დაშვების კონტროლის ავტომატურ მუშაობას, ასევე თანამშრომელთა სამუშაო დროის დაანგარიშებას. მისი გამოყენება შეიძლება ობიექტების ფართო სპექტრზე, მცირე ზომის ოფისიდან დაწყებული, მსხვილი საწარმოთი დასრულებული. კონტროლერების და შემსრულებელი მოწყობილობების მართვა შესაძლებელია რამოდენიმე ავტომატიზირებული სამუშაო ადგილიდან რომლებიც გაერთიანებულია საწარმოს გამომთვლელი ქსელის მეშვეობით.
დაშვების კონტროლისათვის გათვალისწინებულია სხვადახვა ტიპის შემსრუებელი მოწყობილობები : ტურნიკეტები – შესასვლელებისთვის, ელექტრომაგნიტური საკეტები და დამკეტები შენობისშიდა კარებებისთვის, შლაგბაუმები და ჭიშკრების ძრავები. გასაღების ფუნქციას ასრულებს უკონტაქტო პროქსი პლასტიკური ბარათები(125 კილოჰერცი), უკონტაქტო „ჭკვიანი“ ბარათები Mifare (13 მეგაგერცი), ასევე ბაერათები მაგნიტური ზოლით ან შტრიხ კოდით.
დაშვების კონტროლის სისტემა საშუალებას იძლავა გაკონტროლდეს შემდეგი:
არსებობს სხვადასხვა კონფიგურაციის მქონე დაშვების სისტემების: ყველაზე მარტივია ერთ კარებზე არსებული დაშვების სისტემა, ხოლო ყველაზე რთული სისტემები გულისხმობს მსხვილ საწარმოებში, ქარხნებში, ბანკებში და ა.შ. დაშვების სისტემის მოწყობას.
განსაკუტრებული მნიშვნელობის დაწესებულებებისთვის რეკომენდირებულია დაშვების ბიომეტრიული სისტემის ინტეგრაცია, რომელიც მაღალი ეფექტურობით იძლება პიროვნების ამოცნობის საშუალებას:
დაშვების ბიომეტრიული სისტემა გაძლევთ შემდეგ შესაძლებლობებს :
ავტომატიზირებული პარკირების აპარატურა სტუმრებისთვის უზრუნველყოფს მაკსიმალურ კომფორტს, ავტომობილის ხელშეუხებლობას და ხაზს უსვამს სასტუმროს მომსახურეობის მაღალ დონეს. სისტემის შემადგენლობა : შესასვლელი და გასასვლელი საყრდენები, შლაგბაუმები, კომპიუტერის ბაზაზე არსებული ოპერატორების სამუშაო ადგილი, ავტომატური გადახდის ტერმინალები და დამხმარე აპარატურა.
სისტემის დანერგვისას მიღებული ეკონომიკური ეფექტი მიიღწევა ფულადი რესურსების შეგგროვების ზრდით, ავტომობილების გატარებისუნარიანობის ზრდით, თანამშრომლების მიერ თავიანთი პოზიციის ბოროტად გამოყენების აღკვეთით, თანამშრომელთა რაოდენობის შემცირებით. ავტომატიზირებული პარკირების სისტემის ინტეგრირება შეიძლება ვიდეო მეთვალყურეობის და სარეგისტრაციო ნომრების ამოცნობის სისტემებთან.