IT ინფრასტრუქტურა

„რომსატის“ გადაწყვეტილებები კომპანიებს საშუალებას აძევს უფრო  ეფექტურად გამოიყენონ თავიანთი IT რესურსები და გახდნენ უფრო მოქნილები, დინამიურები და შესაბამისად კონკურენუნარიანები. ჩვენ გთავაზობთ:

  • მონაცემთა შენახვის სისტემები
  • ვირტუალური IT ინფრასტრუქტურა
  • პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება
  • დომენური ინფრასტრუქტურა
  • მომხმარებელთა სამუშაო ადგილების მართვა

მონაცემთა  შენახვის სისტემები

დღევანდელ, თანამედროვე საზოგადოებაში,  ინფორმაციის მოცულობის გამუდმებულ ზდასთან ერთად ჩნდება საჭიროება ისეთი მონაცემთა შენახვის სისტემის არსებობისა რომელიც უპასუხებს  საიმედოობის, წვდომის შეუფერხებლობის და დიდი მოცულობის მკაცრ მოთხოვნებს.

კომპანია „რომსატი“ გთავაზობთ  მონაცემთა  შენახვის სისტემების აწყობისა და დანერგვის  მომსახურეობებს   მსოფლიოს  ლიდერი ისეთი  კომპანიების მიერ წარმოებული აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის ბაზაზე როგორებიცაა : Netapp, Emc, IBM, HP, Symantec.

მონაცემთა შენახვის სისტემა შედგება შემდეგი კომპონენტებისგან :

  • მონაცემთა შენახვის პარატურა – დისკური მასივები და ლენტური ბიბლიოთეკები
  • მონაცემთა შენახვის აპარატურაზე სერვერების წვდომის ინფრასტრუქტურა
  • სარეზერვო კოპირებისა და არქივაციის სისტემა
  • მონაცემთა შენახვის მართვის პროგრამული უზრუნველყოფა
  • მართვის სისტემა

ვირტუალიზაცია

ვირტუალიზაცია იძლევა საშუალებას გაიზარდოს IT ინფრასტრუქტურის კომპონენტების მუშაობის ეფექტურობა, ამასთან მცირდება კომპიუტერების რაოდენობა, IT ინფრასტრუქტურის  გამოთვლითი რესურსების გაერთიანების გზით.  ვირტუალიზაცია ამცირებს IT ინფრასტრუქტურის მოწყობის დანახარჯებს, აპარატურული და პროგრამული ხარჯების ჩათვლით.

კომპანია „რომსატი“ გთავაზობთ ვირტუალიზაციის შემდეგ მიმართულებებს:

  • პერსონალური კომპიუტერების ვირტუალიზაცია
  • სერვერების ვირტუალიზაცია
  • აპლიკაციის მიწოდების ვირტულიზაცია
  • არსებული ვირტუალური სისტემის აუდიტი
  • ფიზიკური და ვირტუალური მონაცემების სარეზერვო კოპირება