კომპანია რომსატი გთავაზობთ აუდიო და ვიდეო სისტემების პროექტირების, ინსტალაციის და საგარანტიო მომსახურეობებს.
რომსატის პორტფოლიოში არსებობს ხარისხიანი გახმოვანების და ვიზუალიზაციის პროფესიონალური გადაწყვეტილებების ფართო არჩევანი. ჩვენ მზად ვართ შემოგთავაზოთ როგორც მზა გადაწყვეტილებები, ასევე უნიკალური პროექტები მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლებისგან.
სწორად შერჩეული მრავალზონიანი გახმოვანების სისტემების მეშვეობით შექმნილი კომფორტული ატმოსფერო რესტორნებიში, სუპერმარკეტებში, სავაჭრო ცენტრებში, ახდენს პირდაპირ გავლენას, მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე – დაბრუნდეს თუ არა დაწესებულებაში კიდევ ერთხელ და შეიძინოს თუ არა მომსახურეობა ან პროდუქტი.
ჩვენი კომპანიის მიერ შემოთავაზებული გადაწყვეტილებები, იძლევა საშუალება, ნებისმიერი საზოგადოებრივი სივრცე აღიჭურვოს, ხარისხიანი გახმოვანების სისტემით. გამორჩეული ტექნოლოგიების მეშვეობით შესაძლებელია განხორციელდეს როგორც რთული, მრავალდონიანი და მრავალზონიანი გახმოვანების სისტემის ინსტალაცია, ძალიან დიდი სუპერმარკეტებისთვის, ან შედარებით მარტივი სისტემა მცირე ფართის მქონე დაწესებულებებისთვის.
გახმოვანების სისტემის ხარისხის შეფასების კრიტერიუმები:
როგორც წესი, ნებისმიერი გახმოვანების სისტემა შედგება შემდეგი კომპონენტებისგან : ხმის წყაროსგან (CD, DVD, MP3), ხმის გამანაწილებელი და გამაძლიერებელი მოწყობილობები, დინამიკები, მაგრამ საბოლოო მიზნებიდან გამომდინარე სისტემა შეიძლება გაფართოვდეს და გართულდეს.
Panphonics Sound Shower ის აკუსტიკური აპარატურის გამოყენებით შესაძლებელია შეიქმნას ვიწროდმიმართული ხმა განსაზღვრულ ადგილისკენ, რაც გამორიცხავს სხვა გარე ხმის წყაროების ზეგავლენას. აღნიშნული სისტემა გამოიყენება რეკლამისთვის (Digital Signage) სავაჭრო ცენტრებში, ბანკებში და ა.შ…
ვიდეოსაპროექციო სისტემა შედგება ვიდეოპროექტორებისგან, მონიტორებისგან და მოტორიზებული ეკრანებისგან. ვიდეო პროექტორი იღებს ვიდეო-სიგნალს განსაზღვრული წყაროსგან და შემდეგ ახდენს გამოსახულების ფორმირებას საპროექციო ეკრანზე. თანამედროვე პროექტორებს შეუძლიათ გამოსახულების გეომეტრიული გამრუდების კორექტირება, გამოწვეული ვიდეოპროექტორის ეკრანის სივრცული განლაგების წესების დარღვევისგან.
საკონფერენციო სისტემების კომპლექტში შედიან:
მაგალითად, ცენტრალური პულტის მეშვეობით შესაძლებელია გამომსვლელთა რეგლამენტის ფორმირება, ან დარბაზში არსებული ყველა მიკროფონის მართვა.
საკონფერენციო სისტემებს დამატებით შეუძლიათ დამატებითი მოწყობილობების მუშაობის მხარდაჭერა. მსგავს საკონფერენციო სისტემებს საკონგრესო სისტემები ეწოდებათ.
როგორც წესი ეს დამატებითი მოწყობილობებია:
სინქრონული თარგმნის სისტემა განკუთვნილია უცხო ენებზე გამომსვლელის ტექსტის ონალაინ თარგნისთვის. როგორც წესი სინქრონული თარგმნის სისტემა შედის საკონფერენციო სისტემის შემადგენლობაში.
ვიდეო-კედელი — ეს არის უნივერსალური გადაწყვეტილება სიტუაციური ცენტრებისათვის, მართვის ცენტრებისათვის და გადაწყვეტილების მისაღებად, მართვისა და სადისპეჩერო ცენტრებისთვის.
გრაფიკული ვიდეო კედელი, წარმოადგენს, მრავალეკრანიან სისტემას, რომლებიც შედგება სხვადასხვა ელემენტებისგან – საპოექციო მოდული(ვიდეოკუბი) ან ვიდეოპანელი თხელი ჩარჩოთი. ცალკე აღებული თითოეული საპროექციო მოდული არის ონფორმაციის ასახვის სრულფასოვანი საშუალება. ვიდეო კედლის სამონტაჟოდ საჭირო მცირე სიღმე იძლევა პრაქტიკულად ნებისმიერ ადგილზე მისი მონტაჟის საშუალებას, ხოლო ჩარჩოს სითხელე, უზრუნველყობს ბუნებრივ და მკვეთრ გამოსახულებას, მიუხედავად რამოდენიმე მონიტორის არსებობისა. კონსტრუქტიული თავისებურებები იძლევა ნებისმიერი ზომისა და ფორმის ვიდეო კელდის აწყობის საშუალებას.
გრაფიკული თუ ვიდეოინფორმაციის ტიპის შერჩევა, ვიდეო კედლისთვის, ხდება სცენარის მიხედვით. ვიდეო კედლის მართვა და მასზედ სხვადასხვა ფორმატის ფაილების ატვირთვა, შესაძლებელია Web-ტექნოლოგიების გამოყენებით, ნებისმიერი ადგილიდან. გამოსახულების მასშტაბიზაციის შესაძლებლობა, მაქსიმალური დეტალების გადმოცემა, დიაგრამების, პირდაპირი ვიდეო ტრანსლაციების მოწყობა – ეს ყველაფერი ამარტივებს ინფორმაციის დამუშავების პროცეს და იძლევა ერთობლივი სეანსის მოწყობის საშუალებას.
თანამედროვე აუდიოვიზუალური კომპლექსის აყობა საკმაოდ რთული დავალებაა და ითხოვს მაღალკვალიფიციურ მიდგომას დაპროექტებისა და ინსტალაციის დროს. აუდიოვიზუალური სისტემის სტანდარტული კონფიგურაცია არ არსებობს, ის ძლიერ არის დამოკიდებული იმ მოთხოვნილებებზე, პირობებზე, მდგომარეობაზე და სურვილებზე, რაც გააჩნია დამკვეთს.
ჩვენ ვამუშავებთ და ვანხორციელებთ სხვადასხვა სირთულის აუდიოვიზუალური კომლექსებს, მათ შორის :
ჩვენი კომპანიის სპეციალისტები(საჭიროების შემთხვევაში პარტნიორი ფირმების მოზიდვით)
ასრულებენ ყველა სახის სამუშაოებს, ტექნოლოგიური გადაწყვეტილების შემუშავებიდან, პროდუქციის მოწოდებით გაგრძელებული და სამონტაჟო სამუშაობით დასრულებული, ასევე ახდენენ პერსონალის მომზადებას ახალი სისტემის გამოსაყენებლად.