
დღეს Edgecore Networks-მა,საწარმოებისთვის ქსელური გადაწყვეტილებების, მონაცემთა დამუშავების ცენტრების და პროვაიდერების წამყვანმა მიმწოდებელმა დააანონსა ECIS4500 სერიის PoE+/non-PoE Gigabit Ethernet მართვადი სამეწარმეო კომუტატორები სამეწარმეო სფეროებისა და ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემებისთვის.
სერია ECSI4500 აღჭურვილია IP30 მეტალის კორპუსით, რაც გათვლილია მკაცრ სამეწარმეო პირობებზე, დანადგარები მიეწოდება DIN კარადებით ან კედელზე მონტაჟით. კომუტატორები მუშაობენ ფართო ტემპერატურულ დიაპაზონში -40°C -დან 75°C-მდე, იმისათვის, რომ შეესაბამებოდეს პირობების მოთხოვნებს და ამავდროულად ინარჩუნებდეს მაღალ პროდუქტიულობას.
გარდა ამისა,სერია ECSI4500 -ს აქვს E-Ring ტექნოლოგიის მხარდაჭერა( Edgecore-ის საფირმო წრიული ტექნოლოგია, აღდგენის დრო <20mc), რომელიც აძლევს საშუალებას ქსელს აღმოაჩინოს და აღადგინოს მოვლენები მომხმარებლებთან შეხების გარეშე და რაც აკმაყოფილებს სწრაფი აღდგენის ყველზე მომთხოვნ პირობებს პრობლემების წარმოქმნის დროს.
ECIS4500 PoE კომუტატორები აწვდიან 30W-მდე სიმძლავრეს თითო პორტზე. კომუტატორები შეიძლება იქნას გამოყენებული ნებისმიერი IEEE 802.3af/at მოწყობილობის კვებისთვის, ასევე მოიცავს PoE-თი კვების მართვის ფუნქციას, რაც ამარტივებს განლაგებასა და PoE-ს სიმძლავრის ბიუჯეტურ დაგეგმარებას. ECIS4500-8P2T4F მოდელებს აქვს Ultra PoE (60W)-ს მხარდაჭერა 1 და მე-2 პორტისთვის.