Ajax – უსადენო უსაფრთხოების სისტემების ახალი თაობა ჭკვიანი სახლის ელემენტებით, რომელიც იცავს შეღწევის, ხანძრის და დატბორვისგან. თანამედროვე, ესტეთიური და მარტივი გამოყენებაში, ამავდროულად აკმაყოფილებს პროფესიული უსაფრთხოების სისტემების ყველა მოთხოვნებს.

Ajax სისტემის საკვანძო უპირატესობები:

  • მარტივი მონტაჟი — ნახევარ საათზე ნაკლები დრო სჭირდება მოწყობილობის მონტაჟსა და დარეგულირებას.
  • კონტროლის განხორციელება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან – მართვა, დარეგულირება, შეტყობინებების გამოგზავნა მობილურ (iOS/Android) / ვებ აპლიკაციით.
  • თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფა – განახლებადია, რეგულარულად იღებს ახალ შესაძლებლობებს.
  • დაცვა – მოწყობილობა მუშაობს ელემენტებზე (ელემენტი მოწყობილობაში ძლებს 7 წლამდე), ამიტომ სისტემას არ ეშინია ძაბვის ვარდნის; ქსელში ხარვეზის არსებობისას Ajax-ი ეძებს თავისუფალ სიხშირეს; ჰაბი იყენებს სერვერთან მიერთების ორ არხს – Ethernet და GPRS (GSM)-ს; მონაცემები იშიფრება ცვალებადი გასაღებით.
  • Jeweller – Ajax-მა უარი თქვა არქაულ სადენებზე და იყენებს ენერგოეფექტურ რადიოპროტოკოლს 2000 მ-მდე დისტანციაზე კავშირის დამყარებით, თუ წინაღობა არ შეხვდა.
  • დაცვის კომპანიასთან მიერთების მზადყოფნა – Ajax-ი შეგვიძლია დავაკავშიროთ დაცვის პულტს პროტოკოლ ContactID-ის მეშვეობით.

განსხვავებული დიზაინისა და ორ ფერში გადაწყვეტის (შავი/თეთრი) წყალობით მოცემული მოწყობილობები მომგებიანად გამოიყურება დიზაინერულ ინტერიერშიც კი.

ajax-color

Ajax-ის ეკოსისტემაში შედის მოწყობილობები არამარტო შენობაში შეღწევისგან დასაცავად, არამედ ხანძარის / დატბორვისგან დასაცავადაც.

Ajax Systems დაფუძნებულია 2011 წელს. აჟამად Ajax Systems-ში მუშაობს 180 ადამიანზე მეტი, მათგან 50 დასაქმებულია R&D-ში. პროდუქცია მუშავდება და იწარმოება უკრაინაში. Ajax-ის შეძენა შეიძლება ევროპის, აზიისა და სამხრეთ ამერიკის 45-ზე მეტ ქვეყანაში.

ალექსანდრე კონოტოპსკი, Ajax Systems-ის CEO:
ჩვენს წინაშე დავისვით ამბიციური ამოცანა – შეგვემუშავებინა დაცვის სისტემა ნოლიდან, გაგვეხადა ის მოდური გაჯეტიც და ამავდროულად სერიოზული პროფესიონალური გადაწყვეტაც. ჩვენ კმაყოფილნი ვართ შედეგით, მაგრამ ამაზე არ ვჩერდებით – შემდეგში ჩვენ განვავითარებთ ჩვენს ეკოსისტემას სახლის ავტომატიზაციის მიმართულებით. ჩვენ გვწამს, რომ მომავალი იმ ინტერნეტთან დაკავშირებულ ნივთებშია, რომელთა საწყისში დევს უსაფრთხოება.

Real-time user activity monitoring and reporting

2017 წლის ნოემბერში კომპანია Ajax Systems-მა მიიღო Security & Fire Excellence Awards-ის საერთაშორისო ჯილდო, რითიც მან გაუსწრო ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა: Avigilon, Axis, Tyco და Pyronix.

Security & Fire Excellence Awards -ის ჯილდოს შესახებ:

უკვე 18 წელია, რაც ლონდონში ამ ინდუსტრიაში უდიდესი გამოფენების – IFSEC International და FIREX International-ის ეგიდით შეირჩევა ყველაზე ინოვაციური და საიმედო უსაფრთხოებისა და სახანძრო დაცვის ბაზრის პროდუქტები. 25 თემატურ ნომინაციაში პირველობისთვის იბრძვის ასობით წამყვანი მსოფლიო დონის კომპანია. ამ ჯილდოს მიღება – საუკეთესოთა შორის საუკეთესოდ აღიარებაა.

Аjax-ის მოწყობილობებს მიენიჭათ Grade 2 საიმედოობის დონე. სტანდარტ EN 50131-1-ს მიხედვით საიმედოობის დონე აჩვენებს, თუ რამდენად მდგრადია სიგნალიზაცია გარეგანი ჩარევის მიმართ, Grade 2-თან შესაბამისობა კი არის აუცილებელი პირობა პოლიციის გამოძახებისთვის განგაშის ატეხვის დროს. Grade 2 – მაქსიმალურად მაღალი დონეა უსადენო განგაშის სისტემისთვის.

რეკომენდაციას ვუწევთ დაწვრილებით გიკურ მიმოხილვას – MAC-ის სპეციალისტის ჩანაწერები: Аjax-ის დაცვითი სისტემის მიმოხილვა.

ajax_systems-838

ხელმისაწვდომი პროდუქცია საწყობში – გადასვლა კატალოგზე.