
„დაჰუა ტექნოლოგი“, მსოფლიო ლიდერი ვიდეომეთვალყურეობის სისტემების წარმოებით და მიწოდებით, წარმოადგინს, თავის პირველ, 4K ქსელურ კამერას – IPC-HF81200E და დგამს ნაბიჯს UHD(Ultra HD)-ის ერაში.
სინამდვილეში, 4K არ არის ახალი სამყარო, განსაკუთრებით საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე და ეხლა უკვე იგი ვიდეო მეთვალყურეობის ინდუსტრიაშიც დაინერგა.
საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის(სსკ) მიერ განსაზღვრულია, რომ 4K კამერა უნდა უზრუნველყოფდეს 3840×2160 რეზოლუციის გამოსახულებას, ფერების მაღალი სიზუსტით 16:9 ფორმატში და იყენებდეს პროგრესულ სკანირებას 25/30Hz-ზე.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 4K კამერა იძლევა 1080p-ზე 4-ჯერ უფრო დიდ რეზოლუციას, უმაღლესი დეტალიზაციის სურათს და ძალიან დახვეწილ, რეალისტურ ფერებს, რაც იდეალურია დიდი ფართობის მონიტორინგისთვის, როგორიცაა პარკინგი, რკინიგზის სადგური, უსაფრთხო ქალაქი და ა.შ.
„დაჰუა“-ს 4K კამერა IPC-HF81200E სრულად აკმაყოფილებს სსკ-ს სტანდარტს. კამერა აღჭურვილია 12 მეგაპიქსელიანი სენსორით, და მაღალი წარმადობის DSP-სთან ერთად იძლევა წარმოუდგენელი ხარისხის გამოსახულებას. ამავე დროს კამერა უზრუნველყობს 15 კადრს წამში 12MP (4000 x 3000) რეზოლუციით და 30 კადრს წამში 4K რეზოლუციით, 8 მეგაბაიტი წამში გამტარუნარიანობით, რაც იძლევა რეალისტური, ცოცხალი გამოსახულების მიღების გარანტიას, ქსელის გადატვირთვის გარეშე. და ბოლოს, კამერას გააჩნია 3 დამოუკიდებელი ნაკადი, რაც იძლევა ნებისმიერი მიზნით მისი უპრობლემოთ გამოყენების საშუალებას.
IPC-HF81200E-ს გააჩნია მრავალი ფუნქციის მხარდაჭერა, როგორებიცაა: ultra-defog, ROI, intelligently detections, სახის ამოცნობა, ვირტუალური ხაზები, ვირტუალური საზღვრები, სიტუაციის ცვლილების ამოცნობა.