23 მარტიდან საქართველოს მთავრობის საგანგებო განკარგულებამდე, რაც კარანტინთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს ეხება, კომპანია “რომსატი” გადადის მუშაობის შემდეგ რეჟიმზე:

  1. კომპანია “რომსატის” თანამშრომლები მუშაობენ დისტანციურად – ყველა კომუნიკაცია იწარმოებს ტექნიკური საშუალებების მეშვეობით.
  2. წინასწარ შეკვეთილი პროდუქციის გაცემა მოხდება მხოლოდ 17:00-დან 18:00-მდე კომპანიის ოფისში.
  3. გადახდა იწარმოებს მხოლოდ გადარიცხვით ან ტერმინალის მეშვეობით ჩარიცხვით. ტერმინალის შემთხვევაში – შეკვეთის თანხა დამრგვალდება ნაკლებისკენ, რომ თქვენთვის უფრო მოხერხებული იყოს ტერმინალით გადახდა.
  4. რეგიონებში საქონლის მიწოდება იწარმოებს მხოლოდ DHL-ის მეშვეობით.