ჩვენს შესახებ

უკრაინული კომპანია ”რომსატი” 1994 წლიდან სპეციალიზირდება სატელევიზიო და სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობისა და სისტემების კომპლექსურ დისტრიბუციაზე.

დისტრიბუცია

  • კომპანია რომსატი, თავის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების კოლექტივსა და ფართო სადილერო ქსელზე დაყრდნობით, მომხმარებელს სთავაზობს მოწინავე ტექნოლოგიურ აღჭურვილობას ლიდერი მწარმოებლებისაგან. აგრეთვე უზრუნველყოფს სერვის, მომსახურებას და ტექნიკურ მხარდაჭერას შემდეგი მიმართულებებით:

  • ციფრული ტელევიზია:

  • სატელიტური, საეთერო და საკაბელო ტელევიზიის მიმღები აღჭურვილობა;
  • ციფრული ტელემაუწყებლობის საკაბელო და საეთერო ქსელები;
  • DVB, IPTV და WEB მაუწყებლობის პაკეტების ფორმირების სათაო სადგურები;
  • ვიდეოკონტენტის მიწოდების არხები.
  • ტელეკომუნიკაციური ქსელები:

  • ოპტიკურ-ბოჭკოვანი კავშირგაბმულობა;
  • ქსელები ინტერნეტპროვაიდერებისათვის;
  • IPTV გადაწყვეტილებები სატელეკომუნიკაციო ოპერატორებისათვის.
  • ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებები:

  • ვიდეომეთვალყურეობა და დაშვების სისტემები;
  • გახმოვანების სისტემები;
  • სტრუქტურული საკაბელო ქსელები;
  • უწყვეტი კვების სისტემები.
  • საზომი აპარატურა და მონიტორინგის სისტემები:

  • რადიო სიხშირული სიგნალის ანალიზატორები და ვოლტმეტრები;
  • რადიო სიხშირული გენერატორები;
  • ოსცილოგრაფები;
  • ვექტორული ანალიზატორები და სიგნალის დაფარვის ზონის მონიტორინგის აპარატურა;
  • სატელევიზიო სიგნალის ანალიზატორები.

ინტეგრაცია

  • იინტეგრაცია წარმოადგენს ფუნდამეტალურ ღირებულებას იმ მომსახურებებს შორის, რასაც ჩვენი კომპანია სთავაზობს დამკვეთს. საინტეგრაციო პროექტების რეალიზაციისას ჩვენ ვნერგავთ და ვიყენებთ მოწინავე ტექნოლოგიებს, ვახდენთ ამ ტექნოლოგიების ადაპტაციას დამკვეთის მოთხოვნებსა და ამოცანებთან შესაბამისობაში.

ჩვენი კომპანიის წინაშე დასმული ამოცანების შესრულებისას ჩვენ ვხელმძღვანელობთ მსოფლიო საპროექტო მენეჯმენტში არსებული პრაქტიკული გამოცდილებით. ჩვენი ყოველი ნაბიჯი ეფუძნება პროექტის სწორ დაგეგმარებას – როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს პროექტირებაზე დახარჯული დამატბითი დრო არსებითად ამცირებს მისი რეალიზების საბოლოო ვადას და ერთიორად ზრდის პროექტის ეფექტურობას. პროექტზე მუშაობის მიმდინარეობას უძღვება ჩვენი კომპანიის პასუხისმგებელი მენეჯერი, რომელიც ხელმძღვანელობს და მუდმივ მეთვალყურეობას უწევს პროფესიონალ სპეციალისტთა გუნდს, რათა დამკვეთს შეთანხმებულ ვადებში და მაღალი ხარისხის სტანდარტებით ჩაბარდეს შესრულებული სამუშაო.

საინნტეგრაციო პროცესის დასრულების შემდეგ დამკვეთს გადაეცემა შესრულებული სამუშაოების სრული საპროექტო დოკუმენტაცია, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს იმფრასტრუქტურის შემდგომ მონიტორინგს და ექსპლუატაციას.

  • სატელევიზიო სისტემები:

  • საანტენო ველი მოწყობა და სატელიტური მაუწყებლობისათვის სათაო სადრურის ინსტალაცია;
  • სათაო სადგურები ციფრული და IPTV მაუწყებლობისათვის;
  • სატელევიზიო სიგნალის გამანაწილებელი ქსელი;
  • სატელიტური და საეთერო ტელევიზიის სისტემური ინტეგრაცია;
  • სატელიტური ტელევიზიის მობილური სისტემები.
  • IT-იმფრასტრუქტურა:

  • მონაცემთა ვირტუალიზაცია და შემნახველი სისტემები;
  • IT-იმფრასტრუქტურის ვირტუალიზაცია;
  • დომენური იმფრასტრუქტურა;
  • მონაცემთა დამუშავების ცენტრი-ის პროექტირება და ინტეგრაცია.
  • ქსელები:

  • სრუქტურული საკაბელო ქსელი;
  • მონაცემთა გადაცემის ეზერნეტ და ოპტიკური ქსელები;
  • მონაცემთა გადაცემის უკაბელო ქსელი.
  • ტელეფონია:

  • IP-ტელეფონია (VoIP);
  • ვიდეო საკონფერენციო სისტემები.
  • კომპლექსური უსაფრთხოება:

  • ვიდეო მეთვალყურეობის სისტემები;
  • დაშვების და უსაფრთხოების სისტემები.

პროექტირება

  • პროექტირება წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპს საინჟინრო ინფრასტრუქტურის მშენებლობისას. სწორედ პროექტირების ეტაპზე ხდება განსაზღვრა თუ რა ნომენკლატურისა და რაოდენობის აპარატურა იქნება საჭირო, ასევე თუ რა რესურსები იქნება აუცილებელი პროექტის რეალიზებისათვის. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დამკვეთს შეუძლია შეადგინოს ზუსტი ბიუჯეტი.

სწორად შედგენილი საპროექტო დოკუმენტაცია დამკვეთს საშვალებას აძლევს შემდგომში აკონტროლოს საბიუჯეტო სახსრების სწოი ხარჯვა და საინტეგრაციო სამუშაოების დასრულების ვადები. აქედან გამომდინარე, მისთვის გაცილებით ადვილია პროგნოზის გაკეთება _ თუ როდის შესძლებს იგი პროექტით გასაზღვრული საბოლოო მომსახურება შესთავაზოს მომხმარებელს.

  • საპროექტო მომსახურება:

  • ანალოგური და ციფრული საკაბელო ტელევიზიის სისტემების და ქსელის პროექტირება, როგორც მსხვილი ჰიბრიდული (ქალაქის მაშტაბით), ასევე მცირე (სასტუმროების ან კოტეჯების) ტიპის ქსელები. დისტრიბუცია და ინტეგრაცია შემდეგი მიმარტულებებით: სატელიტური თეფშების ინფრასტრუქტურა, სათაო სადგურები, სახლის შიდა გამანაწილებელი ქსელი, ოპტიკურ/კოაქსიალური მაგისტრალური ქსელი, ელექტორ კვების ქსელი;
  • მსხვილი საქალაქო (WAN) და ლოკალური (LAN) ქსელების პროექტირება-ინტეგრაცია;
  • სატელიტური სატელევიზიო მაუწყებლობის აპარატურის, სახმელეთო სეგმენტის პროექტირება-ინტეგრაცია;
  • სატელიტურ მონაცემთა გადამცემი აპარატურის , სახმელეთო სეგმენტის პროექტირება-ინტეგრაცია;
  • ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელების პროექტირება;
  • მონაცემთა გადამცემი უკაბელო სახმელეთო სისტემების პროექტირება-ინტეგრაცია;
  • არსებული ოპტიკურ/კოაქსიალური ჰიბრიდული ქსელის მოდერნიზაციის პროექტის შემუშავება;
  • სატელევიზიო სიგნალის კოლექტიური მიღების ბაზის პროექტირება, მშენებლობა;
  • მობილური ოპერატორების (CDMA და GSM 900M/1800M). ქსელის საბაზოო სადგურების პროექტირება-ინტეგრაცია;
  • ვიდეო მეთვალყურეობის ფართომასშტაბიანი ქსელების პროექტირება: მეტროპოლიტენი, სტადიონი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ქალაქის ქუჩები, კოტეჯები, ოფისები და ა.შ.;
  • სატელეკომუნიკაციო ქსელების პროექტირება, ტელეფონიზაცია, დისპეჩერიზაცია, რადიოფიცირება;
  • სატელეკომუნიკაციო ქსელების პროექტირება სასტუმროებისა და სამედიცინო დაწესებულებებისათვის;
  • დაშვების სისტემების პროექტირება სასტუმროებისა და საოფისე დაწესებულებებისათვის;
  • სიგნალიზაციის სისტემების პროექტირება;
  • სტრუქტურული საკაბელო ქსელების პროექტირება;
  • გახმოვანებისა და საკონფერენციო სისტემების პროექტირება-ინტეგრაცია;
  • ელექტრო კვების სისტემების პროექტირება;
  • სახანძრო სიგნალიზაციისა და ხმოვანი განგაშის ავტომატიზაციის სისტემის პროექტირება-ინტეგრაცია;
  • ავტონომიური და ავტომატური ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების პროექტირება-ინტეგრაცია.