კომპანიის ახალი ამბები

აპართ-ოტელ ახალი გუდაური IV-ში დასრულდა კომპლექსური საინტეგრაციო სამუშაოები.

ახალი გუდაური IV განთავსებულია საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს ადგილზე და გამოირჩევა ფანჯრებიდან შთამბეჭდავი ხედებით, დახვეწილი დიზაინით და კომფორტის განუმეორებელი დონით.

პროექტის ფარგლებში შემდეგი სისტემები იქნა დაპროექტებული, დაინსტალირებული და გაშვებული:

  • IPTV
  • ლოკალური ქსელი
  • Wi-Fi
  • ვიდეომეთვალყურეობის სისტემა
  • ტელეფონია
  • სახანძრო სიგნალიზაციის სისტემა
  • უწყვეტი ელექტრო მომარაგების სისტემა

კითხვის გაგრძელება…

პატივცემულო კოლეგებო, ძვირფასო მეგობრებო!

გილოცავთ შობა-ახალ წელს!

დაე ეს წელი იყოს წარმატებული და ნაყოფიერი, ახალი შესაძლებლობებითა და მიღწევებით სავსე, აღსავსე პოზიტიური მოვლენებით და კეთილი საქმეებით.

გისურვებთ თქვენც და თქვენს ახლობლებსაც ურყევ ჯანმრთელობას, წარმატებას და სიყვარულს!

საუკეთესო სურვილებით, კომპანია “რომსატი”.

პატივცემულო კლიენტებო და პარტნიორებო!

2016 წლის 4 აგვისტოდან კომპანია „რომსატ საქართველოს“ კოლექტივს შეემატა ახალი თანამშრომელი.

რუჟილა ოლეგი შეუდგა სატელევიზიო (IPTV,სათაო სადგურები,სატელევიზიო გამანაწილებელი ქსელები და ა.შ. ) და ოპტიკური (აქტიური და პასიური მოწყობილობები) სისტემათა ექსპერტის მოვალეობების შესრულებას.

ბევრ თქვენთაგანთათვის ოლეგი არ იქნება ახალი პარტნიორი – 2013-2014 წლებში ის იკავებდა ტექანიკური სპეციალისტის თანამდებბობას კომპანია „რომსატის“ საქართველოს წარმომადგენლობაში.

ის ელის თქვენს ზარებს და მზად არის გაგიწიოთ ტექნიკური მხარდაჭერა თქვენი პროექტების შემუშავებაში.

რუჟილა ოლეგი — მობ : 592 19 77 22

ზაფხული – კაბელის გაყვანის დრო!

გქონდეთ მხედველობაში, გთავაზობთ განსაკუთრებულ ფასებს ოპტიკურ და კოაქსიალურ კაბელზე.

კითხვის გაგრძელება

2015 წლის 28 აპრილს კომპანია „რომსატ-საქართველოს“ შეუსრულდა 5 წელი!

ეს არც ისე შორი, მაგრამ არც მარტივი გზაა.
ჩვენ მადლობას ვუხდით ყველა პარტნიორს, რომლებიც იყვნენ ჩვენთან ერთდ ამ წლების განმავლობაში. ამ ხნის მანძილზე ჩვენ ერთად შევძელით განგვეხორციელებინა მრავალი საინტერესო და წარმატებული პროექტი. ჩვენთის მნიშვნელოვანია, ვიყოთ საიმედო მომწოდებლები და ჩვენ ვაფასებთ თქვენ ნდობას.

მადლობა რომ ჩვენ აგვირჩიეთ!

კომპანია რომსატმა დაასრულა უსაფრთხოების სისტემის პროექტის რეალიზაცია, საქართელოს პირველ ტექნოლოგიურ პარკში.

ტექნოლოგიური პარკის პროექტი რეალიზებულ იქნა ინოვაციის სააგენტოს და ეკომონიკის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით.

ტექნოლოგიური პარკის ირგვლივ შეიქმნება თანამედროვე ტექნოლოგიების ერთიანი ეკოსისტემა რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინოვაციური იდეების განვითარებას. ტექნიკური პარკი ეს იქნება უნიკალური სივრცე მაღალი ტექნოლოგიური შესაძლებლობებით.

კითხვის გაგრძელება

მოგესალმებით.
2015 წლია 22 დეკემბერს კომპანია რომსატმა „ეფეფ ჯგუფ“-თან ერთად გამართა სემინარი-პრეზენტაცია ნომრების ამომცნობი პროგრამის „ნომეროკის“ შესახებ.

ზემოხსენებულ სემინარს დაესწრო 13 ინტეგრატორი კომპანიის 22 თანამშრომელი. სემინარის მიმდინარეობისას სტუმრები გაეცნენ მცირე და საშვალო ბისნესისზე ორინტირებულ პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტებს და ასევე განხილულ იქნა ფართომაშტაბიანი „უსაფრთხო ქალაქის გადაწყვეტილება“.

კითხვის გაგრძელება

მეორე წელია კომპანია Furukawa Electric-ს მოღვაწეობა ინოვაციების ბაზარზე შეფასებულ იქნა პრესტიჟული ჯილდოთი და კომპანია კვლავ მოხვდა 100 ყველაზე ინოვაციური კომპანიის სიაში 2015 წელს. ესოდენ მაღალი შეფასება კომპანიას მიანიჭა Thomson Reuters -ის სააგენტომ, რომელიც კომპანიებს აფასებს მათმიერ დარეგისტრირებული პატენტების რაოდენობით.