კომპანია „რომსატი“ აცხადებს DIGITUS Professional-ის სავაჭრო ნიშნით წარმოებული პროდუქციის გაყიდვების დაწყებას. DIGITUS Professional-ი წარმოადგენს გერმანული კომპანიის ASSMANN Electronic GmbH-ის სავაჭრო ნიშანს.
გერმანული კომპანიაASSMANN Electronic GmbH დაარსებულია 1969 წელს, როგორც სხვადასხვა ელექტრონული და კომპიუტერული კაბელების, კონექტორებისა და ადაპტერების მწარმოებელი საწარმო. მას შემდეგ კომპანიის პროდუქციის ასორტიმენტი მუდმივად ფართოვდება და იხვეწება.